კაკა: "მე "რეალის" დატოვება მსურს"
კაკა "დეპორტივოს" წინააღმდეგ მატჩში ყურადღების ცენტრში იყო. მის ანგარიშზე ორი გოლია და მატჩის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მისი მიზანია მადრიდის "რეალის" დატოვება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, რომელიც ორშაბათს იხურება.
"მე მინდა წასვლა. ვფიქრობ, ახლა შესაფერისი დროა ჩემთვის. მე ვესაუბრე კარლო ანჩელოტის და კლუბში, ეს ყველამ იცის. ჩემი მამა მოელაპარაკება კლუბს, სიტუაციის მოსაგვარებლად", - თქვა ბრაზილიელმა.
"გუნდში შექმნილი სიტუაცია რთულია ჩემთვის და კლუბმა იცის, რა მინდა მე. ჩემი ვალია მუშაობა და ვარჯიშის გაგრძელება. კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთეოს რამ, როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვის."
წყარო: Marca
- 30 აგვისტო 2013
- 4 803
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.