"იუვენტუსს" ვან დერ ვაარტი სურს
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველით რაფაელ ვან დერ ვაარტით ახალი კლუბი დაინტერესდა. ტურინის "იუვენტუსს" სურს შეიძინოს ჰოლანდიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ამასთან ერთად რაფაელმა ამ სეზონში ძალიან ცოტა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი წასვლა ლოგიკურია.
ვან დერ ვაარტი არ შედის პელეგრინის გეგმებში. ჩილელი სპეციალისტი ამ ზაფხულს რაფას გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამ სეზონში ვან დერ ვაარტი მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში. ჰოლანდიელი ხვდება, რომ ვერ მიიღებს სათანადო სათამაშო დროს და იანვარში სურს კლუბის დატოვება.
ასე, რომ "აიაქსსა" და "ჰამბურგს" ტურინის "იუვენტუსიც" შეუერთდა და იბრძოლებენ ვან დერ ვაარტის ხელში ჩასაგდებად. ამასთან ერთად რაფაელის ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პეიროა და შეიძლება ეს გახდეს ამ ტრანსფერის ფაქტორიც. ამის შესახებ ფეხბურთელმა 2007 წელს განაცხადა. მაშინ მას ჰქონდა შანსი მოხვედრილიყო ტურინელთა შემადგენლობაში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 13 ნოემბერი 2009
- 2 502
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.