"მანჩესტერი" აგრძელებს ბრძოლას ოზილისთვის

გერმანელ ნახევარმცველს მესუთ ოზილს, ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უდგას გუნდში, რადგან მას მადრიდის "რეალის" დატოვება ემუქრება. ოზილს სპორტული და ეკონომიკური პრობლემები აქვს: ბეილის გუნდში გამოჩენა უარყოფითად იმოქმედებს მის პერზპექტივებზე, როგორც "თეთრების" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.

შექმნილ სიტუაციაში გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ძალიან არაკომფორტულად გრძნობს თავს და ოზილის მამა, რომელიც მისი აგენტია, მზად არის განიხილოს შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" და ლონდონის "არსენალის". ამ შემთხვევაში ოზილისთვის ბრძოლაში ფავორიტები "წითელი ეშმაკები" არიან, რომელბმაც, სავარაუდოდ უკვე მიმართეს მადრიდელებს ოფიციალური წინადადებით და მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ. მთელის ეს სიტუაცია შემუშავებული იქნა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე. ოზილმა გასულ კვირას, "ლოს კარმენესის" მოედანი შეურაწყოფილი დატოვა და აღშფოთებული გაემართა გასახდელი ოთახისკენ.

ოზილის ასეთი სახე, იმაზე მეტყველებს, რომ მან კარგად იცის, რომ ბეილის მოსვლის შემთხვევაში ის სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს. ბოლოს და ბოლოს, გარეთს რომ თავი დავანებოდთ, ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს ისკო და ამიტომ, თურქ-გერმანული წარმოშობის ფეხბურთელის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ყოფნა, ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, ოზილი არ არის კმაყოფილი ფინანსური პირობებით: ფეხბურთელს იმეიდ აქვს, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება წელიწადში, ეს კი 2 მილიონით აღემატება მის მიმდინარე ხელფასს. ოზილის მამამ 23 მაისს, მადრიდის ოფისში კონტრაქტის გახანგრძლივების ახალი წინადადება წარადგინა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ ის არ მიიღო.

ახლა, "რეალში" ოზილის საეჭვო სიტუაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ისარგებლებენ. არსენ ვენგერს ფეხბურთელის ყიდვა ჯერ კიდევ 2010 წელს სურდა, "მანჩესტერის" ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი კი აღიარებს, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ძალიან დიდი გულშემატკივარია და სიამოვნებით იხილავდა ოზილს თავის გუნდში.

ოზილმა კი როგორც ჩანს, გადაწყვიტა არსებული რთული სიტუაცია ოდნავ შეემსუბუქებინა და თავის "თვითერზე" დაწერა:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ორ მატჩში 6 ქულა გვაქვს."

ამგვარად მოთამაშემ მიანიშნა, რომ კონფლიქტური სიტუაციის გამო ის მაინც არ აპირებს გუნდის დატოვებას.

  • Ricky.
  • 29 აგვისტო 2013
  • 1 989
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)