"კასტილია" ბრაზილიელი ფორვარდის არენდასთან ახლოს არის

"კასტლია" კვლავ ფორვარდით გაძლიერდება...

რამდენიმე დღის "რეალ მადრიდ კასტილია" მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგან გუნდი ალექსმა დატოვა. მაგრამ გუნდმა შეიძინა კრისტიან გომესი (ერთწლიანი არენდით "ესპანიოლიდან") და კიკო ფემენია (თავისუფალი აგენტის სტატუსით, რომელიც "ბარსა ბ"-ს ყოფილი ფეხბურთელია). ახლა კი როგორც ჩანს, "კასტილია" ენრიკე ალმეიდ კაიშეტ ნასკენტესის არენდასთან ახლოს არის.

"ბოტაფოგოს" მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ კლუბები ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ ენრიკეს არენდით აყვანასთან დაკავშირებით ოფიციალური სიახლე მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამოჩნდება. არსებული ინფორმაციით, მადრიდელები ფორვარდს ერთი წლით არენდით აიყვანენ და ფეხბურთელზე გამოსყიდვის უფლებებს დაიტოვებენ.

ენრიკე ითვლებოდა ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად, მაგრამ ბოლო 2 სეზონში მან ექსპერტების მოლოდინი ვერ გაამართლა. 2012 წელს ის იჯარით "გრანადაში" გამოდიოდა, მაგრამ ესპანურ გუნდში ბრაზილიელმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც კი არ გაუტანია. "კასტილია" ევროპაში ენრიკეს მეორე შანს მისცემს, რათა გამოავლინოს თავისი ნიჭი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია ბრაზილიიდან.

წყარო: Merengues

  • Ricky.
  • 29 აგვისტო 2013
  • 1 569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)