იგუაინი : "რეალში ნამდვილად აღარ დავბრუნდები"
გონსალო იგუაინის განცხადებით იგი სამეფო კლუბში აღარასდროს დაბრუნდება, რადგან მისი აზრით ესპანეთში თამაში არაფერში აღარ არგებს, იქ მან თავისი თავი ამოწურა...
"ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები გვგქონდა დარჩენასთან დაკავშირებით, მაგრამ ვთვლი, რომ "ბლანკოსში" და საერთოდ ესპანეთში ჩემი თავი ამოვწურე, სწორედ ამიტომ დავტოვე კლუბი და იტალიაში წავედი სათამაშოდ. ესპანეთში ალბათ არასდროს დავბრუნდები, რადგან არ მსურს შიდა ჩემპიონატში სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაში, ხოლო თუ ნაპოლის რიგებში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში რეალს გადავეყარე, ბერნაბეუზე დიდი სიამოვნებით გავალ და კიდევ ერთხელ ვიხილავ მადრიდულ ინჩადას, რომელიც მეტისმეტად მიყვარს."
"ნაპოლის დიდი პროექტი აქვს რაფა ბენიტესთან ერთად, მსურს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო, იტალიელებთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის ამოწურვამდე არსად წასვლას არ ვგეგმავ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, თუკი სამხრეთ იტალიიდან სადმე წავალ, ეს არ იქნება ესპანეთი."
- 28 აგვისტო 2013
- 3 069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.