ესიენი : "სამეფო კლუბი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო"
მიკალ ესიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მადრიდში გატარებული ერთი წელიწადი ძალიან ბედნიერი იყო, რომელიც არასდროს დაავიწყდება...
"ეს იყო ძალიან კარგი დრო, მე მოვირგე სამეფო კლუბის ფორმა ვითამაშე ელ კლასიკოები, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს, ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს მონაწილეობა მიიღო სუპერ კლასიკოსა და მსგავს შეხვედრებში."
"მთელი ცხოვრება ჟოზე მოურინიოს მადლიერი ვიქნები, პირველ რიგში მან მიმიყვანა ჩელსის რიგებში, შემდეგ კი "ბლანკოსის" "გემო" გამაგებინა."
"რეალთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. მე და მოურინიოს ესპანეთზე საუბარი არასდროს გვგქონია, ჩვენ ახლა არისტოკრატების ღირსებას ვიცავთ და მოვალეობა მხოლოდ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ზრუნვაა."
- 28 აგვისტო 2013
- 1 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.