იოზილი: „მადრიდიდან არ მივდივარ“
სამეფო კლუბის გერმანელმა ნახევარმცველმა, „ადიდასის“ ახალ ნაწარმს გაუკეთა პრეზენტაცია.
აღნიშნული ღონისძიება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, რისი დასრულების შემდეგაც, მესუთ იოზილმა ინტერვიუ ჩაწერა მედიასთან.
მომავალი: „მე მადრიდის "რეალის" ღირსებას ვიცავ და ამით ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია სამეფო კლუბის მაისურით თამაში. გუნდთან 2016 წლამდე მაკავშირებს კონტრაქტი და არსად წასვლას არ ვაპირებ. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.“
6 ქულა პრიმერაში: „ამით გახარებულნი ვართ, რამეთუ ჩემპიონატში უდანაკარგოდ ასპარეზობა მნიშვნელოვანია.აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი თამაში გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ეს დროის საკითხია.“
ახალი კონტრაქტი „ადიდასთან:“ „აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გავახანგრძლივე, რამეთუ ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც ადიდასით ვარ შემოსილი.ეს ბუმბერაზი ბრენდია მსოფლიო სპორტში.“
ოჯახი: „მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად მსტუმრობენ მადრიდში.ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ და ჩემს გვერდით არიან.თავისუფალ დროს მეც ვცდილობ გერმანიაში ჩასვლასა და მათ მონახულებას.“
ზიდანი: „ზიზუ ჩემი კუმირია.მისი სამწვრთნელო შტაბში ყოფნა დიდი სტიმულია.ის მუდამ მხარდაჭერს გვიცხადებს.“
ახალი ბუცები: „ვფიქრობ, ეს ბუცები იდეალურია.როდესაც თამაშობ გუნდში, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის, ნიშანდობლივია, რომ ფეხზე საიმედო ბუცები გეცვას.თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, რათა სეზონი ტრიუმფით დავასრულოთ.“
- 28 აგვისტო 2013
- 2 373
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.