რუსული მედია: "ზენიტმა" ჩერიშევი არენდით აიყვანა
ფეხბურთელი სამშობლოში ბრუნდება...
რუსული მედია იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი დენის ჩერიშევი, კვირის ბოლომდე შეიძლება "ზენიტში" გადავიდეს. ცნობილია, რომ რუსეი მადრიდელ ფეხბურთელს ერთწლიანი არენდით აიყვანენ, ხოლო სეზონის ბოლოს კი მათ შეიძლება ჩერიშევი გამოისყიდონ.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი პრესსეზონზე დენის ჩერიშევს მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდა. ეს ექსპერიმენტი მოტივირებული იყო იმისთვის, რომ ფაბიუ კოენტრაუმ შეიძლება "რეალი" დატოვოს, გუნდში კი აუცილებელია მარცხენა მცველი, რომელიც მარსელოს გაუწევს კონკურენციას. მიუხედავად ამისა, ჩერიშევმა იცის, რომ მისი სათამაშო დრო მომავალ სეზონში მაინც შეზღუდული იქნება, რადგან "ბლანკოსში" დიდი კონკურენციაა.
გუნდს მარცხენა მცველის პოზიციაზე ორი კანდიდატურა ჰქონდა: გილერმე სიკუერას შეძენა ან ჩერიშევის მარცხენა ფლანგზე თამაში. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი გამოირიცხა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში "თეთრები" "გრანადას" ფეხბურთელს, სიკუერას შეიძენენ.
- 27 აგვისტო 2013
- 1 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.