"რეალს" ბეილი მადრიდში ხვალ სურს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ნდობა გამოუცხადონ მათ, რომ ისინი გარეთ ბეილთან კონტრაქტის გაფორმებას ოფიციალურად სამშაბათს შეძლებენ, ოთხშაბათს კი ნახევარმცველი პრეზენტაციისთვის მადრიდში ჩამოვა, ერთი დღით ადრე ამხანაგურ მატჩამდე "დეპორტივოს" წინააღმდეგ.
"ტოტენჰემმა" გარეთ ბეილი ვარჯიშზე დასასწრებად ამ სამშაბათს ლონდონში დაიბარა, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მისი ბოლო ვიზიტი იქნება "სპურსის" ვარჯიშზე. მას შემდეგ, ის მარბეალში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდება შეთანხმების მიღწევას ლონდონელებსა და მადრიდის "რეალს" შორის.
ორივე კლუბს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ბოლო ოთხშაბათს, მადრიდში. ტრანსფერის საფასურია 85 მილიონი ფუნტი (99 მილიონი ევრო), რომელსაც "ტოტენჰემი" ოთხი სეზონის განმავლობაში მიიღებს. კარდიფში დაბადებული ფეხბურთელი, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში. ბეილი 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონში 10 მილიონი ევრო ხელფასით.
"რეალს" ტრანსფერი ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია, რადგან "ტოტენჰემმა" ამ ამბების რამდენიმე დღით გადადება ითხოვა, რათა დაჩქარდეს მოლაპარაკებები ახალ ფეხბურთელებთან, რომელზეც "ტოტენჰემი" ნადირობს.
ანდრე ვილაში-ბოაშმა, უკვე დაკარგა ვილიანი, რომელიც მას ხელიდან მოურინიოს "ჩელსიმ" გამოსტაცა, ახლა კი ისინი "ბუქარესტის" რუმინელი მცველით ვლად ჩირიჩესით ინტერესდებიან, რომლის ტრანსფერი "სპურსს" 8.5 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
- 27 აგვისტო 2013
- 4 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.