არბელოა: "ჩვენ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან გუნდი პროგრესირებს"
არბელოას ინტერვიუ მატჩის შემდეგ.
ალვარო არბელოამ "ნუევო ლოს კარმენსზე" დასრულებული მატჩის შემდეგ ისაბრა და განმარტა: "ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რადგან გუნდი პროგრესირებს." გარდა ამისა, მადრიდელმა ხაზი გაუსვა თავისი გუნდის თამაშს პირველ ნახევარში: "ჩვენ კარგად ვითამაშეთ პირველ ნახევარში, მატჩს ვაკონტროლებდით და ბურთს ვფლობდით."
მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი კმაყოფილია გამარჯვებით: "მოხარული ვარ, სამი ქულით. ჩვენ პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, ასევე ვფლობდით ბურთს. ჩვენ ვითამაშეთ ვერტიკალურად, ასევე მოსალოდნელი იყო, რომ დიდი ზეწოლის ქვეშ მოგვიხდებოდა თამაში, რადგან გასვლაზე გვქონდა მატჩი. მათ გულშემმატკივრები ამხნევებდათ."
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ეს ნორმალურია, რომ ისინი ვერ თამაშობენ უმაღლეს დონეზე, რადგან მათ მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარეს სეზონში: "ჩვენ მხოლოდ მეორე ტურის მატჩი ჩავამთავრეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტური. ჩვენ ვერ ვითამაშეთ უმაღლეს დონეზე, ვერც პირველ და ვერც მეორე ნახევარში, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ჩვენ ბედნიერი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ გუნდი პროგრესირებს."
რაც შეეხება "თეთრების" მეკარეებს, ალვარომ ამ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია არ არის: "ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მეკარე. გულშემატკივრები ერთიანი უნდა იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაიცავს მადრიდის "რეალის" კარს. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური სიტუაციაა, ეს მოხდება დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ან თავდასხმაში ან სულაც ნახევარდაცვაში დროდადრო. როგორიც არ უნდა იყოს მწვრთნელის გადაწყვეტილება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ითამაშებს: იკერი, დიეგო, ტომას მეხიასი ან ხესუსი. გულშემატკივრებმა უნდა გააკეთონ იგივე, რაც ჩვენ და მხარი დაუჭირონ მწვრთნელს."
- 27 აგვისტო 2013
- 1 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.