ანჩელოტი : "გუნდი ნელ-ნელა იხვეწება"
კარლო ანჩელოტიმ გრანადასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გუნდი ნელ-ნელა იხვეწება და წინ მიიწევს...
"სამეფო კლუბში გუნდური სულისკვეთება შეინიშნება, მოთამაშეები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და ეს მსიამოვნებს. შეხვედრის პირველი ნახევარი გაცილებით უფრო იოლი გამოდგა ვიდრე მეორე, ჩვენ არაერთი შეცდომა დავუშვით და მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, მომენტების მასიურად განიავეება კარგ შედეგს არ მოგვიტანს აქედა გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობა გვმართებს."
"ნახევარდაცვაში ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. ისკოს ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავუტარე, იგი იმ პოზიციაზე თამაშობდა, სადაც შეჩვეული არ არის, ეს უბრალოდ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო, ესპანელი ყველგან თამაშისთვის მზად არის მაგრამ გაცილებით ნაყოფიერი ძველ პოზიციაზეა. მოდრიჩი ბრწყინვალე იყო ამ ფეხბურთელს კიდევ შეუძლია მომატება. რაც შეეხება დი მარიას, ყველაზე მეტს მოედანზე ის მოძრაობს და ცდილობს გუნდის დახმარებას, არგენტინელმა მართლაც შთამბეჭდავად ითამაშა და გუნდის გამარჯვება უდიდესი წვლილი შეიტანა."
"მორატას შემოყვანა იმიტომ გავავიფიქრე, რომ საჭიროებამ აღარ მოითხოვა, მითუმეტეს კარიმ ბენზემამ გოლიც გაიტანა და არც ისე ურიგოდ გამოიყურებოდა, ფრანგი ნელ-ნელა უმატებს."
"გრანადამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მართალია ჩვენ მინიმალური ანგარიშით ვიგებდით და გათანაბრების შანსი რეალური იყო და მათ უნდა ებრძოლათ, მაგრამ მათ მართლაც ყველაფერი დადეს მოედანზე, საკუთარ გულშემატკვირებს ისინი დიდ პატივს სცემენ და ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც რეალია ბრძოლის შემდეგ დამარცხდნენ, მათ არაფერი დაუთმიათ."
"არ ვაპირებ იკერ კასილასსა და დიეგო ლოპესზე საუბარს, ლა ლიგაში ორივე შეხვედრა დიეგომ ჩაატარა და ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ვერ გეტყვით ვინ იქნება მომდევნო მატჩში, ყველაფერს შეხვედრის წინ გადავწყვეტ, არ მსიამოვნებს ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან პირადად მე ვწყვეტ ვინ ითამაშებს და ვინ არა."
- 27 აგვისტო 2013
- 3 137
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.