Goal: შეთანხმება მიღწეულია
როგორც გავლენიანი ევროპული გაზეთები და მედიასაშუალებები იტყობინებიან საგა დასრულდა...
"მადრიდის რეალმა" და "ტოტენჰემმა" შეთანხმებას მიაღწიეს. ბეილი "რეალში" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება, რაც თავისთავად ნიშნავს ახალ სატრანსფერო რეკორდს.
სპურსების პრეზიდენტმა დანიელ ლევმა როგორც იქნა თანხმობა განაცხადა გარეტ ბეილის გაშვებაზე და მოსალოდნელია, რომ ოფიციალური განცხადება ხვალვე მოვისმინოთ.
მაშასადამე ბეილი გახდება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში. ამ ტიტულს აქამდე რონალდო ატარებდა, რომელიც 2009 წელს "რეალში" წითელი ეშმაკებიდან გადაბარგდა.
ტოტენჰემი ასევე ცდილობდა სატრანსფერო თანხაში ფაბიო კოენტრაოც ჩაერთო, მაგრამ მხარეები 100 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
ბეილი რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს 6 წლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც წლიური ანაზღაურება 10 მილიონი იქნება. შეგახსენებთ, რომ გარეტი უკვე ესპანეთში იმყოფება.
- 27 აგვისტო 2013
- 5 082
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.