ბეილის ტრანსფერი სამშაბათს გამოცხადდება
მხარეები ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ახლა ფეხბურთელს პირადი კონტრაქტი დარჩა გასაფორმებელი.
The Telegraph იტყობინება, რომ უელსელი "რეალის" ფეხბურთელად წარდგენილი იქნება სამშაბთს, ხოლო "ტოტენჰემი" მათი ვარკსვლავის სანაცვლოდ 86 მილიონ ფუნტს მიიღებს.
24 წლის ბეილი ესპანეთში შაბათს ჩაფრინდა. ახლა ის მალაგაში იმყოფება და ელოდება "მწვანე შუქს" მადრიდში გასამგზავრებლად, სადაც იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონში 8.5 მილიონი ფუნტი ხელფასით.
აღსანიშნავია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე შეიქმნა სპეციალური შენობა, რომელსაც "თეთრები" ახალბედების წარდგენისთვის გამოიყენებენ.
წყარო: Isport.ua
- 26 აგვისტო 2013
- 3 713
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.