"არსენალმა" მოლაპარაკებები დაიწყო
"მეთოფეები" არგენტინელი ვინგერის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
როგორც Goal.com იტყობინება, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებები საწყის სტადიაზეა, პოტენციური ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას ტრანსფერის თაობაზე.
არგენტინელმა ფეხბურთელმა შეიძლება "სანტიაგო ბერნაბეუ" მალე დატოვოს, რადგან კლუბში გარეთ ბეილი გადმოდის. მისი ტრანსფერი კი დი მარიას კარიერას მადრიდის "რეალში" წერტილს დაუსვავს, რადგან, სავარაუდოდ არგენტინელი დროის უმეტესობას სათადარიგო სკამზე გაატარებს, ეს კი დამღუპველი იქნება მისთვის.
ლონდონელები დი მარიას ტრანსფერზე ვაჭრობას მადრიდელებთან 26 მილიონი ფუნტიდან დაიწყებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეები" ასევე "თეთრების" თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას შეძენას ცდილობენ, მაგრამ ამ მომენტში ინგლისური კლუბი ფოკუსირებულია ლუის სუარესის ტრანსფერზე და ელოდება მის პოზიციას.
- 23 აგვისტო 2013
- 2 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.