"რეალის" ინტერნეტ-მაღაზია ბეილის მაისურებს შეცდომით ყიდის
კომპანია "ადიდასის" კომპიუტერული შეცდომა...
უკანასკნელი ჭორების თანახმად გარეთ ბეილის ტრანსფერი მადრიდში უახლოეს მომავალში შედგება, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მადრიდის "რეალის" ოფიციალური ინტერნეტ-მაღაზია კი უკვე ყიდის ბეილის მაისურებს მადრიდულ ფორმაში.
თუმცა, ამავე დროს, ონლაინ-მაღაზიაში შესაძლებელია მხოლოდ ფეხბურთელის მაისურის შეძენა, უკან მისი ნომრით და სახელით არა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება არა მადრიდის "რეალს", არამედ კომპანია "ადიდასს". "ადიდასმა" კომპიუტერული შეცდომა დაუშვა და ყიდის იმ მოთამაშის მაისურს, რომელიც ოფიციალურად მადრიდის "რეალში" არ გადასულა.
ასეთი ფაქტი მადრიდის "რეალისთვის" ახალი არ არის. გასულ წელს თითქმის იდენტური სიტუაცია დაფიქსირდა, როდესაც მადრიდის "რეალმა" გამოაქვეყნა ლუკა მოდრიჩის პროფილი ოფიციალურ საიტზე, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე იქნა გამოქვეყნებული. ამ დროს, მოდრიჩს ტრანსფერი "ბლანკოსში" ოფიციალურად არ იყო დასრულებული.
- 23 აგვისტო 2013
- 3 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.