აგენტი: "2010 წელს რაულით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა"
36 წლის ფორვარდის, რაულ გონსალესის აგენტმა, ნათელი მოჰფინა მისი კლიენტის მადრიდის "რეალიდან" წასვლის მიზეზებს.
"2010 წელს მისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოდა, მათ შორის - "მანჩესტერ იუნაიტედი". მაგრამ ასევე იყო ფელიქს მაგათი, რომელმაც ის "შალკეში" გადასვლაში დაარწმუნა", - აცხადებს რაულის აგენტი.
""იუნაიტედს" სერიოზული განძრახვა ჰქონდა, მაგრამ გაურკვეველი იყო მისი როლი გუნდში. თუ იგი ის განიხილებოდა სათადარიგო სკამის მოთამაშედ, მაშინ რაული შეიძლებოდა სახლში დარჩენილიყო. წასვლა ინგლისურ კლუბში ან დარჩენა მადრიდში..."
"მაგრამ შემდეგ მაგათი ჩამოვიდა მეტცელდერიდან და მან რაული "შალკეში" გადასვლაში დაარწმუნა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მადრიდის დატოვებით."
"მადრიდში ფიქრობდნენ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა. მაგრამ ჩვენ მივიჩნევდით, რომ ამ დონის მოთამაშის სათადარგო სკამზე ჯდომა შეცდომა იქნებოდა. "რეალის" დატოვებით მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა აგენტმა.
რაულმა "შალკეში" ორი სეაზონი გაატარა და 66 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მანამდე, ის 16 წელი მადრიდის "რეალში" გამოდიოდა.
- 23 აგვისტო 2013
- 2 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.