ბეილი "რეალში" 5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი გარეთ ბეილი, დღე-დღეზე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება.
ამ დღეებში ბეილის სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდება - "ტოტენჰემი" თანახმაა გაყიდოს ლიდერი, მადრიდის "რეალის" მიერ შემოთავაზებულ თანხად, 93 მილიონ ფუნტად.
გუშინ, მადრიდელების ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე ღონისძიება და მათ შორის ბეილის ტრანსფერზეც გამოაქვეყნა სიახლეები.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, მხარეებს შესათანხმებელი დარჩათ ტრანსფერის ბოლო დეტალები. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე დიდი ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში კვირის ბოლოს გამოცხადდება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა ბეილის მომავალი კონტრაქტის დეტალები. როგორც Punto Pelota იტყობინება, ფეხბურთელი "თეტრებთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.
- 23 აგვისტო 2013
- 3 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.