მეფის დაბრუნება
არ ვიცი საიდან დავიწყო, ერთადერთი იმაში ვარ დარწმუნებული, რომ უნდა დავწერო რაულზე. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად ძნელი... ამ ადამიანზე ხომ უკვე ყველაფერი დაიწერა...
დღევანდელ მსოფლიოში სადაც გამეფებულია ღორული/ველური კაპიტალიზმი და ხშირად შევხვდებით საკუთარი თავით მოვაჭრე ადამიანებს, რომლებსაც სუტინიორები ფუთავენ და ასაღებენ. ამ ტენდენციამ ფეხბურთში განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი და იუტუბის ”ცირკაჩები”, ერთ სეზონ-გავარდნილი ფეხბურთელები კოლოსალურ თანხებად იყიდებიან, თან ზოგი მათგანი ისე ყიდის საკუთარ თავს, რომ რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ მთლიანად კარიერას იკლავს. ძნელია იპოვნო ფეხბურთელი, რომელიც მუდამ დარჩება ერთი გუნდის ერთგული და იმ კლუბის ფილოსოფიით გაჟღენთილ სხეულს არ გაყიდის. თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ ასეთები... პირველი ვინც თავში კაცს მოგდის სტივი ჯი არის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც არ გაცვალა ლივერპული არანაირ დიდებაზე და კვლავ მის ღირსებას იცავს, სისხლის ბოლო წვეთამდე. ასეთივე არის ტოტი. ორივე მათგანს ჰქონდა შანსი გადასულიყვნენ თუნდაც იგივე რეალში, მაგრამ ისინი კლუბს ვერ უღალატებდნენ. მათ რიგებში უნდა ჩავწეროთ დელ პიერო და რაული... ან ესპანელი დელ პიერო და იტალიელი რაული... ხშირად ამგვანებდნენ მათ ერთმანეთს და რომელმა უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშა ამაზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ მათ კიდევ ერთი საერთო აქვთ... ორივე მათგანი ნაგავსაყრელზე მოისრლეს...
რაული ჯერ გერმანიაში, შემდეგ საუდის არაბეთში, სანდრო კი - პირდაპირ ავსტრალიაში... მიუხედავად ამისა, არც ერთს წყენა გულში არ ჩაუდია და უფრო მეტად ქომაგობენ თავიანთ კლუბებს. რამდენადაც მიყვარს მადრიდის რეალი, იმდენად მძულს იგი. აქ ხომ ფეხბურთელების დაფასება არ იციან... ჯერ იყო და ერთი კაპიტანი (იერო) მიაბუნძულეს კლუბიდან, ისე რომ მადლობაც კი არ გადაუხადეს, მერე რაული და გუტი ზურგზე დააკრეს. ახლა კი იგივე სცენარის გადამღერება სურთ იკერ კასილასზეც. მაგრამ ამ შემთხვევაში გულშემატკივრები უფრო მყარად დგანან თავიანთ პოზიციაზე და ბოლომდე იცავენ წმინდანს.
რაულმა კი გუშინ თავის სამართალ მემკვიდრედ სწორედ ესპანელი კიპერი დატოვა და კიდევ ერთხელ გაუკეთა თავისი ხელით კაპიტნის სამკლაური. ამ ემოციური საღამოს სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, წარმოუდგენელია რომელიმე ენაში არსებობდეს ის სიტყვები რასაც გუშინ ელ კაპიტანოს თეთრი ფორმით ხილვისას ვგრძნობდი. მისი ყოველი შეხება ბურთთან, პასი, დარტყმა, გარბენი, ჟესტიკულაცია მავსებდა დადებითი ემოციებითა და ნოსტალგიით. ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც შემაყვარა მართალი ფეხბურთი და მას არასოდეს განვიხილავდი მხოლოდ ფეხბურთელად, ის სამაგალითო პიროვნება იყო, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. კარიერას ისე ასრულებს, რომ წითელი ბარათი მიუღია და საერთოდ დისკვალიფიკაცია და რაული ერთმანეთს არც შეხვედრიან. ის ნამდვილი ლიდერი იყო ყველგან სადაც კი მისულა. სამწუხაროდ ასეთი ფეხბურთელები აღარ იბადებიან....
თამაშის ყურებისას გავიფიქრე... ამ მატჩის იდეალური დასასრული პერესის სიტყვები იქნება: ”მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას რაულ გონსალეს ბლანკოსთან და ის მომავალი სეზონიდან მადრიდის რეალის ღირსებას დაიცავს.” ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფანტასტიკის სფეროდან არის, მაგრამ გულზე ვსკდები, როდესაც რაულიტოს სხვა გუნდის ფორმაში გამოწყობილს ვხედავ! ის მადრიდს ეკუთვნის! ის რეალში უნდა თამაშობდეს! არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, წონას, ფორმას! გაიხსენეთ როგორი მონდომებით თამაშობდა ის გუშინ, ამხანაგურ შეხვედრაში და არამარტო გუშინ, როდესაც მოედანზე რეალის ფორმით გამოსულა... უბრძოლველად არასოდეს მარცხდებოდა და თუ მარცხდებოდა ვაჟკაცურად იღებდა მარცხს და საკუთარ თავში ეძებდა პრობლემას. შეადარეთ ეხლა ის ბენზემას... რაულზე კარგად გამოიყურება რა თქმა უნდა... 25 წლის ბიჭია და მთელი 11 წლით ახალგაზრდაა გონსალესზე, მაგრამ ხეირი?! დგას მძორივით! არ ინძრევა... გოლს რომ გაიტანს იმასაც კი არ აღნიშნავს... პირველი რაც გავიფიქრე თამაშის დაწყებისას იყო: ”ეჰ, ეხლა ბენზემას ადგილას ეს გვყავდეს...” მერე ფეისბუქის ერთ-ერთ პოპულარულ გვერდზე შევედი და ანჩელოტის კსურათი ვნახე სადაც ეწერა: "Fuck Benzema! Bring me Raul!" გულიანად გადავიხარხარე და საწოლისკენ გავეშურე, მაგრამ ვერ დავიძინე... აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ელ კაპიტანომ კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი მადრიდის რეალის მაისურით.
აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მომენტზე. თუ გახსოვთ ეპიზოდი, როდესაც რაულმა ”მაკრატელას” მსგავსი დარტყმა შეასრულა. როდესაც ფეხზე წამოდგა ხელი მარცხენა ფლანგისკენ გაიშურა და სიცილით რაღაც თქვა. არ ვიცი მარტო მე ვიფიქრე ასე, თუ ვინმემ კიდევ შეამჩნია... იმ მხარეს რონალდო თამაშობდა და სავარაუდოდ კაპიტანმა კრიშტიანოს სახეში გარტყმული ”მაკრატელა” გააშარჟა და გადასძახა პორტუგალიელს აი ასე უნდა დაარტყა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებოდა.
მოკლედ ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და თავიც მოგაბეზრეთ ალბათ ჩემი სულელური კომენტარებით... უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა რაულის მემკვიდრეობას მადრიდში. პირველი რა თქმა უნდა იკერ კასილასი არის, რომლსაც უკვე მერამდენეჯერ გადასცა კაპიტნის სამკლაური რაულმა და ამ ჟესტით ხაზი გაუსვა, რომ მისი სამართალ-მემკვიდრე ”სან იკერია”. მეორე მემკვიდრე კი სერხიო რამოსია... რატომ სერხიო? ამას ქვემოთ ნაჩვენები სურათი უპასუხებს.
რაც ყველაზე მთავარია, ისინი არიან იმ მადრიდული ფილოსოფიით გაჟღენთილები, რომელიც ასე მძაფრად იყო რაულში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე დღეს მადრიდის რეალი მიყვარს! სწორედ მათი წყალობით არის თეთრი ფერი ჩემი! ამ ყველაფრისთვის კი მადლობა მინდა გადავუხადო რაულ გონსალეს ბლანკოს! რომლის გვარიც ესპანურად თეთრს ნიშნავს.... გუშინ ვიხილეთ რაულ მადრიდი! ან ბლანკოს ბლანკოსი!
მადლობა ”ელ მატადორ”, რომ გვაჩუქე სიამოვნების 16 წელი და ბოდიში, რომ თავის დროზე ვერ დაგაფასეთ!
- 23 აგვისტო 2013
- 5 076
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.