რაულის ინტერვიუ
ის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დღეს კვლავ შეაბიჯებს ფეხს ისე, როგორც საკუთარ სახლში. 16 გატარებლმა წელმა "ჩამარტინზე" მას საშუალება მისცა "თეთრების" ისტორიაში საკუთარი ფურცელი დაეწერა. რაული კვლავ უბრუნდება კედლებს. მისთვის კი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იქნება, თუ "თეთრების" მაისურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" კვლავ მოახერხებს გოლის გატანას: "ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემთვის "მადრიდის რეალის" მაისურით გოლის გატანა, ხოლო პირიქით, "მადრიდის რეალს" რომ გოლი გავუტანო, ეს ჩემთვის უმძიმესი იქნება."
თქვენი პრესკონფერნეციაზე გამოსვლისას ყველაზე ხშირად იყენებდით სიტყვას აღელვებული. არ ვიცი, თქვენ ან თქვენს ირგვლივ მყოფები უფრო აღელვებულები ხართ, თუ "მადრიდის რეალის" გულშემატკივრები.
ჩემი აზრით ყველანი აღელვებულები ვართ; ადამიანებიც , რომლებიც ამ თამაშს მოუთმენლად ელიან. წინა სამი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა გერმანიაში ჩემი თამაშის სანახავად, ხალხი ყატარშიც მოდიოდნენ იმისთვის, რომ ჩემი ერთი ან ორი შეხვედრა საკუთარი თვალით ენახათ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ჩემს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხელახალ გამოსვლას. ეს ის ხალხია, რომელსაც სურს იხილოს, თუ როგორ მაცვია "მადრიდის რეალის" ფორმა. სწორედ ეს მოხდება დღეს და სწორედ ეს იწვევს ჩემში ამდენ ემოციებს, ამიტომაც ვარ მართლა აღელვებული და სიმართლე გითხრათ ძალიან ვნერვიულობ. ხალხით გადაჭედილ სანტიაგო ბერნაბეუზე შებიჯება, გულშემატკივრების მხრიდან აპლოდისმენტების მოსმენა , ეს ისაა, რასაც მე წლების მანძილზე ვხედავდი აქ, მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებული დღეა. მე გვერდით მეყოლება ოჯახის წევრები, მეგობრები. ვფიქრობ ეს მაგიური საღამო იქნება. ისეთი, რომელზეც ბევრს ილაპარაკებენ.
როცა იცით, რომ ასეთ შეხვედრაში იღებთ მონაწილეობას, ხოლო ბილეთები ისე იყიდება, თითქოს ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იყოს, ხალხი კი 40 გრადუსიან სიცხეში რიგებში დგება... რა გრძნობა გეუფლებათ? საკმაოდ ნათელია, რომ ჩვეულებრივ დაგებადებათ აზრი: "ეს ჩემს გამოა"...
სიმართლე ისაა, რომ მე აღელვებული ვარ და მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, ვინაიდან ისინი მე მუდამ კარგად მექცეოდნენ და მღებულობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე შორს ვიყავი, მე მუდამ ვგრძნობდი ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულს. არის ხალხი, რომლებიც სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემი მაისურებით მოდიან. ხალხი აეროპორტში , სასტუმროში მელოდებოდა, ისინი ვარჯიშზეც კი იყვნენ მოსულნი... იმედი მაქვს ყველასთვის მოვახერხებ მადლობის გადახდას და იმედი მაქვს, ეს დიდებული და ბრწყინვალე საღამო იქნება. მე ვამაყობ, რომ მაქვს პატივი ვთქვა: "ეს ჩემი სახლია" და ასევე მინდა ყველას შევპირდე, ერთ დღესაც მე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს სახლში.
აცნობიერებთ, თუ რა გააკეთეთ "მადრიდის რეალისთვის" ამ 16 წლის მანძილზე?
ამას ეხლა უფრო და უფრო ამჩნევ, ვინაიდან ზოგჯერ ჩართავ ტელევიზორს ან ჩართავ ვიდეოს და სხვადასხვა კადრებს ხედავ, უყურებ კონკრეტულ მატჩებს, უყურებ შენს მიერ გატანილ გოლებს და აცნობიერებ, რაოდენ დიდი გამოცდილება და პატივი იყო "მადრიდის რეალში" თამაში ამდენი წლის მანძილზე. რაოდენ დიდი პატივი იყო ასეთ მწვრთნელებთან, თანაგუნდელებთან მუშაობა, ოცნებების ახდენა, იმ ოცნებების, რომლებიც მე ბავშვობაში გამაჩნდა. სიმართლე ისაა, რომ შენ ხედავ ყოველივე ამას და ეს გაბედნიერებს და თავს ამაყად გრძნობ.
მაშინ, როცა თქვენ აქ თამაშობდით, ინტერვიუში მუდამ ამბობდით, რომ გეზიზღებოდათ წაგებები. ეს ეხლაც ასეა?
მე არ შევცვლილვარ, იგივე ვარ. მე კვლავ ისეთივე მოწყურებული ვარ გამარჯვებაზე და თუ ვერ მოვიგე ან მიზანს ვერ მივაღწიე, მუდამ ვაგრძელებ ბოლომდე ბრძოლს. მე ვფიქრობ, რომ ცხორებაში არასდროს არ უნდა დაიხიო უკან, მუდამ უნდა ცდილობდე წინსვლას. პრობლემა შენი მიზნების მიღწევა არ არის, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ხელს ჩაიქნევ. ვფიქრობ, მთელი ჩემი მომდევნო ცხოვრების მანძილზე მე მუდამ ასეთი ვიქნები.
როცა ახალშენაძენებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებთ მათი კუმირების შესახებ ეკითხებიან, ყველაზე ხშირად სწორედ რაულის სახელი ჟღერს. რას ეტყვით ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
მე ვფიქრობ მიმდინარე წელს კლუბმა მართლაც რამოდენიმე კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიძინა. ფეხბურთელები, რომლებიც მოგებებზე არიან დაგეშილები. ასევე ვფიქრობ, რომ კლუბში არიან ის ადამიანები, რომლებიც სავალდებულოა და რომლებიც მნიშვნელოვანია ამ კლუბისთვის, მათ იციან აქაური სისხლი და თავისუფლად შეუძლიათ მისი გადაცემა ახლებისთვის. ასევე არიან ამ კლუბში სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მიმართვას ყოველთვის ავრცელებენ და ყოველთვის მიაქვთ ის ადრესატამდე. მე მათ ვურჩევ, არ დაკარგონ არცერთი წამი და არცერთი მისხალი იმ დიდებისა, რასაც ეს კლუბი მათ სთავაზობს; მაქსიმალურად გულმოდგინედ მოკიდნონ თითოეულ ვარჯიშს, თითოეულ შეხვედრას, თითოეული გულშემატკივრის გამოხედვას; ვურჩევ მათ ბოლომდო შეიგრძნონ ეს ყველაფერი, ვინაიდან ეს ყველაფერი ისე მალე მორჩება, რომ ვერც კი წარმოიდგენენ. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელი წარმატებული წელი იქნება.
თქვენ თქვით, რომ აქ ყველაფერი სწრაფად მოძრაობს და ეს წუთები შეიძლება სწრაფად გავიდეს, მაგრამ თქვენ აქ 16 წელი იყავით. ხომ ვერ გამოარჩევდით საუკეთესო მომენტებს...
ცალსახად ჩემი დებიუტი ყველაზე გამორჩეული მომენტია. ეს ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა იყო, როცა მე 7 თუ 8 წლის ვიყავი, ვფიქრობდი: "შევძლებ კი ოდესმე ლა ლიგაში ერთი შეხვედრის ჩატარებას"... მე გამიმართლა, რომ აქ ამდენი წელი გავატარე და ამდენი ტიტული მოვიგე, ასევე ამდენი მნშვნელოვან გოლის გატანაც მოვახერხე.
როცა თქვენი პირველი შევხედრა ჩაატარეთ, ელოდით, რომ აქ 16 წელი დარჩებოდით?
არასდროს არ ფიქრობ, რომ ასე დიდხანს იქნები. თითოეული წელი წინაზე რთულია, აქ მუდამ ახალი ფეხბურთელები მოდიან. მე 12 თუ 14 წელი თავდამსხმელის პოზიციაზე გავატარე და ეს სწორედ ის პოზიციაა, სადაც მუდამ ძალიან კარგად უნდა თამაშობდე, უნდა მოინდომო, გაისარჯო და მოიპოვო ეს პოზიცია. მე გამიმართლა, რომ ჩემს ირგვლივ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ და რომლებმაც თავიანთი უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ აქ ამდენ ხანს დავრჩი. როცა აქ ამდენი ხანი იქნები, ფიქრობ, რომ კარიერას აქ დაასრულებ, მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობდი, არანაირად არ შევცვლიდი იმ მოვლენებს, რაც განვითარდა ჩემთან მიმართებაში. მე ვგრძნობ იმ სიყვარულს, რომელიც აქ მოვიპოვე და აქ ისე ვბრუნდები, თითქოს სახლში ვარ.
თქვენ ორივე კლუბის შემადგენლობაში თითო-თითო ტაიმს ჩაატარებთ. წარმოგიდგენიათ "მადრიდის რეალის" კარში ჰოლის გატანა, ან "მადრიდის რეალის" მაისურით მეტოქის კარში გოლის გატანა?
უფრო ნორმალური იქნება, თუ მე "მადრიდის რეალის" მაისურით მოვახერხებ გოლის გატანას. "მადრიდის რეალისთვის" გოლის გატანა ჩემთვის უმძიმესი იქნება... მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს ზეიმის დღეა და მე რომ "რეალის' კარში გოლი გავიტანო, ხალხი მას იზეიმებს.
- 22 აგვისტო 2013
- 2 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.