ნისტელროი : „რაულის დაბრუნება შესანიშნავია“
სამეფო კლუბის ყოფილმა ფორვარდმა, რუუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ 22 აგვისტო რაულ გონსალესისთვის მეტისმეტად ამაღელვებელი თარიღი იქნება, რადგან ესპანელი მშობლიურ კედლებს უბრუნდება...
„არ ვიცი როგორ ვთქვა ან რანაირად გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ გონსალეს ბლანკოს დაბრუნებასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით გავხდებოდით თუნდაც ერთი დღის „ბლანკოსის“ ფეხბურთელი და რაულთან ერთად ვიასპარეზებდი ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე.“
„დარწმუნებული ვარ ესპანეთში დიდი ვნებათაღელვა იქნება, ყველა რაულს ელის, ის ხომ ნამდვილი კაპიტანი და ლიდერია, ჩემთვის სამეფო კლუბი და გონსალესი განუყოფელი ნაწილები არიან, ჩვენ ერთად რამდენიმე სეზონი გავატარე და მუდმივად ვხვდებოდი, თუ რამხელა პატივს სცემდა ბლანკო საკუთარ კლუბს, ეს მართლაც დასაფასებელია.“
„დარწმუნებული ვარ საღამო საუკეთესოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაივლის, ესპანელის რეალის მაისურში ხილვა კი ძალიან მსურს, ეს ამაღელვებელი მომენტი იქნება როგორც მისთვის, ასევე ყველა მადრიდისტასთვის.“
- 22 აგვისტო 2013
- 1 728
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.