"რეალს" სანია სურს
"ალკორკონთან" განცდილი ფიაკოს შემდეგ მადრიდის "რეალში" ცვლილებებზე დაფიქრდნენ. გუნდს სჭირდება ახალი ფეხბურთელები, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. ფლორენტინო პერესის ფავორიტი კი "არსენალის" მარჯვენა მცველი ფრანგი ბაქარი სანიაა.
ფრანგ ფეხბურთელზე "ნადირობა" უკვე წლევანდელ ზაფხულს დაიწყო, როცა გუნდში ახალი ერა დაიწყო. გუნდი ისეთ ფეხბურთელს ეძებდა, რომელსაც თანაბრად შეეძლო თამაში, როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე მარცხენაზე. მადრიდულმა მხარემ შეთავაზებაც გაუკეთა ლონდონელებს, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
უნივერსალური მცველი
ასე, რომ "რეალმა" გადაწყვიტა დაეუბრუნებინა გუნდში თავისი აღზრდილი ალვარო არბელოა, რომელიც "ლივერპულში" თამაშობდა, მაგრამ დრენტეს არასაიმედო თამაშმა და მეცელდერის ხშირმა ტრავმებმა გუნდს გადააწყვეტინა ახალი მცველის ძიებაზე იფიქროს.
სანია კი იდეალური ვარიანტია, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს მადრიდელთა დაცვის ხაზში. ის 26 წლისაა და საფრანგეთის ნაკრებშიც კარგად თამაშობს. ის ძალიან ძლიერია, საიმედო და შეუძლია "რეალისთვის" ბევრი სარგებელის მოტანა. ეს ვარიანტი მაიკონის ტრანსფერზე საინტერესოა, მაგრამ გაუშვებს "არსენალი" ასეთ პერსპექტიულ მცველს? როცა პერესი ერევა საქმეში, იქ ყველაფერია შესაძლებელი.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 13 ნოემბერი 2009
- 2 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.