"არსენალი" მადრიდელი ფეხბურთელებით ინტერესდება
ლონდონური კლუბი დიანტერესებულია ქარიმ ბენზემათი და ანხელ დი მარიათი.
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 11 დღე დარჩა, როგორც ჩანს, "არსენალმა" სატრანსფერო ბაზარზე ვაჭრობა მხოლოდ ახლახანს დაიწყო.
ამედნად, ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა BBC იტყობინება, რომ "მეთოფეების" ხელმძღვანელობა უმზადებს შეთავაზებას მადრიდის "რეალის" 40 მილიონი ფუნტის სახით ქარიმ ბენზემასთვის, მას შემდეგ რაც კლუბმა ვერ შეძლო გონსალო იგუაინის და ლუის სუარესის შეძენა.
ბენზემას გარდა არსენ ვენგერ ასევე დაინტერესებულია ანხელ დი მარიას მომსახურებით, რომელიც, სავარაუდოდ, გარეთ ბეილის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადმოსვლის შემდეგ, შესაძლოა სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს.
წყარო: Isport.ua
- 22 აგვისტო 2013
- 1 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.