რაულის სრული ინტერვიუ
''ეს იყო შთამბეჭდავი, აეროპორტში უამრავი ადამიანი დამხვდა. ბერნაბეუზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ''რეალმა'' ყველაფერი მომცა, ეს იქნება საოცარი საღამო. მე ჯერ კიდევ არ დავმშვიდობებივარ მადრიდელებს''
დღეს რაული ''რეალის'' ვარჯიშს დაესწრო. შემდეგ კი ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
''ეს უდიდესი პატივია, იდგე ფეხბურთზე წინ, ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო პატივისცემა მოიპოვა, მაგალითი ყველანაირი საზოგადოებისა, ახალგაზრდისა თუ ფეხბურთელისა. რაულ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ყველა წამისთვის, რაც შენ ამ გუნდში დაჰყავი. ვიცი, რომ ხვალინდელი დღე შენთვის განსაკუთრებული იქნება. მადრიდს შენ უყვარხარ, ჯადოსნური საღამო გველის'' - განაცხადა ემილიო ბუტრაგენიომ.
რას განიცდით ?
''ეს იქნება ემოციური საღამო. მე ჩამოვედი მადრიდში ჩემს ამჟამინდელ გუნდთან ერთად. მართალია, მათი დონე არ შეესაბამება ერთმანეთს, თუმცა მე ოცნება ამიხდება, ამდენი წლის განმავლობაში სამეფო კლუბის მაისური არ მომირგია. სამი წლის წინ სამწუხაროდ ვერ გამოვემშვიდობე გულშემატკივარს, ხვალ განსაკუთრებული დღეა. მე გავოცდი, როცა გავიგე , რომ ამდენი ხალხი ჩემს გამო ხვალ ბერნაბეუზე შეიკრიბება. ამ გუნდმა მომცა მე ყველაფერი.
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება დავბრუნებულიყავი სახლში, მენახა ამდენი მეგობარი. ჩემი თანაგუნდელები აღფრთოვანებული არიან, დიდი სიამოვნების მოლოდინში ვართ ყველანი.''
ხვალინდელი დღისგან რას ელით ?
ველოდები უდიდეს ზეიმს. მე ვიქნები უბედნიერესი, რადგან ჩემი მეგობრები და ოჯახი ჩემს გვერდით იქნება. ჩემი ტყუპი შვილები მეკითხებიან ვითამაშებ თუ არა კრიშტიანოს გვერდით. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ, მინდა, რომ კიდევ ბევრი გოლი გაიტანოს თეთრი მაისურით''
შენს თავს მომავალში მწვრთნელის პოზიციაზე თუ ხედავ ? ან მსგავს პოსტზე ?
მე მოთამაშე ვარ და ვარ ბედნიერი. სანამ ''რეალში'' დაბრუნდები და გახდები მწვრთნელი ბევრი რამ უნდა ისწავლო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო.გასული სამი წლის განმავლობაში მე ბევრი რამ გამოვცადე. ბევრი იმედგაცრუებაც ვნახე , თუმცა არაფერს ვნანობ. მე ჩემი სახლი და მეგობრები მენატრებოდნენ. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე.
რატომ დატოვეთ მადრიდი ?
მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ასე ჩავთვალე საჭიროდ. ვთვლიდი , რომ ჩემი თავი ამოვწურე.
რას ფიქრობთ, რა არის ''რეალის'' ყველაზე დიდი ფასეულობა ?
შრომუსმოყვარეობა, ავტორიტეტი, სოლიდარობა. 92 წელს , როცა მე აქ მოვედი, მასწავლეს, რომ მეთამაშა კარგად გამარჯვებისათვის. ამით პატივისცემას დაიმსახურებდი ყველა ადამიანისგან.
რონალდოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რას ფიქრობთ ?
მე ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიღოს თავისი მაქსიმუმი , რათა აქ დაასრულოს კარიერა. რონალდო გახდა საუკეთესო ინვესტიცია გუნდისათვის. მას გამარჯვება სწყურია. იმედია დიდხანს დარჩება ''რეალში''.
კასილასთან დაკავშირებით რას იტყვით ?
ყველას მოეხსენება თუ რა დამსახურება აქვს იკერს ''რეალისადმი''. კასილასი კიდევ მრავალ წარმატებას მიაღწევს გუნდთან ერთად. ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია. ის მხოლოდ 31 წლისაა და ყველაფერი წინს აქვს.
მოგწონთ ბეილი რეალისათვის ?
ბეილი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ერთ-ერთი დომინანტი თანამედროვე ფეხბურთში. ყოველი გულშემატკივარი გახარებული იქნება მისი მადრიდში ხილვით.
როგორი იყო რაული სამი წლის წინ და როგორი არის ახლა ?
სამი წლის წინ, სამი წლით უფრო ახალგაზრდა ვიყავი, უფრო მეტად, მონდომებული ვიყავი მეთამაშა ფეხბურთი. ახლა კი კარიერის დასრულებასთან ვარ ახლოს. ''
როგორ იმოქმედა ბენიტესის სიკვდილმა თქვენზე ?
ბენიტესის სიკვდილმა ყველა შოკში ჩაგვაგდო. ის უდიდესი დანაკლისია მსოფლიო ფეხბურთის.
as.com
- 21 აგვისტო 2013
- 3 145
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.