კასილასის ახალი რეკორდი
იკერ კასილასი ითამაშებს თავის მეასე მატჩს ეროვნულ ნაკრებში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ამ უიკენდზე.
ესპანეთში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიაღწია ამ შედეგს: სუბისარეტა (126) და რაული (102).
მეკარეებიდან ამ შედეგებს მიაღწია ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან: შმეიხელი, ვან დერ საარი, კელერი, კამპოსი და ტაფარელი. რეკორდი ეკუთვნის მექსიკელ ფეხბურთელ კლაუდიო სუარესს (178).
აი რა განაცხადა იკერმა ამის შესახებ: "ძალიან აღელვებული ვარ. მე აქ ადგილი მოვიპოვე "რეალში" კარგად თამაშის წყალობით. მომენტი, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდება ნაკრებში, ეს არის ევრო–2008–ის მოგება".
ხოლო 25 ნოემბერს "ციურიხის" წინააღმდეგ კასილასი ითამაშებს თავის მეასე მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 13 ნოემბერი 2009
- 1 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.