ზიდანი: "მადრიდში რა თქმა უნდა დიდი ეიფორიაა"
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწის, ზინედინ ზიდანის განცხადებით, როგორც გუნდში ასევე მთელ ქალაქში ეიფორიაა, რადგან სანტიაგო ბერნაბეუზე ლეგენდარული კაპიტანი, რაულ გონსალეს ბლანკო ბრუნდება...
„განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს, რადგან ბერნაბეუს ლეგენდა უბრუნდება, რაულ გონსალესი სამეფო კლუბის სიმბოლოა და მის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელის, მთელი ქალაქი აჭრელებულია ესპანელი კაპიტანის ფოტოებით, გულშემატკივრები მას დიდი სიყვარულით დახვდებიან.“
„რა თქმა უნდა ძალიან ამაღელვებელი მომენტი იქნება, როდესაც ბლანკო თეთრ მაისურს ჩაიცვამს და 45 წუთის მანძილზე სამეფო კლუბის ფეხბურთელად მოგვევლინება, დარწმუნებული ვარ რაულიც ძალიან ნერვიულობს და მოუთმენლად ელის მსაჯის სასტვენს, რომელიც მიანიშნებს მატჩის დაწყების შესახებ.“
„მე, რაულ გონსალესს, ფიგუს, რობერტო კარლოსს, იკერს, რონალდოს, ბექჰემს, სალგადოს და კიდევ სხვა ფეხბურთელებს ერთად ბრწყინვალე დრო გვაქვს გატარებული, ჩვენ მაშინ მართლაც უდიდეს ძალას წარმოვადგენდით, იმ ხანაში „ბლანკოსი“
მოედანზე ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა და ნამდვილ თეატრს დგამდა.“
- 21 აგვისტო 2013
- 2 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.