"ანჩელოტიმ დიეგო არჩია და კასილასის საქმე ხელახლა წამოატივტივა"
ალფრედო რელანოს მოსაზრება "მადრიდის რეალზე".
წინა სეზონიდან მოყოლებული, იკერ კასილასის საქმე საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. საქმე, რომელიც იწყება იმ დროს, როცა "მადრიდის რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იკერ კასილასს ანტონიო ადანი ამჯობინა. არა იმის გამო, როგორც ამას თავად ამტკიცებდა-საფეხბურთო მიზეზებით-არამედ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი კლასიკოებზე განვითარებული მოვლენების შემდეგ , მუდამ ეძებდა მეგობრობას ხავისთან და ბარსელონას სხვა ფეხბურთელებთან. გარდა ამისა , პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ყოვლად დაუშვებელი იყო ის ფაქტი, რომ კასილასი გასახდელის ამბებს თავის მეგობარ გოგონას სარა კარბონეროს უყვებოდა. სარა კარბონერო ჟურნალისტია და მისმა კომენტარებმა, რომელსაც ის სხვადასხვა ტელევიზიას აძლევდა, საქმეები მხოლოდ და მხოლოდ უფრო დაძაბა. მიუხედავად ამისა, ადანმა ვერ მოახერხა კასილასის შეცვლა და იკერი კვლავ დაუბრუნდა ნომერ პირველ გოლკიპერობას. ამის შემდეგ , მას მოულოდნელად ალვარო არბელოამ ტრავმა მიაყენა, ამიტომაც კლუბი იძულებული გახდა, სასწრაფო წესით დეიგო ლოპესი შეეძინათ.
31 წლის გოლკიპერი კარგად გამოიყურებოდა, ამიტომაც მოურინიომ ის ძირიტადში დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ იკერმა ტრავმა მოირჩინა. გარდა პერსონალური მოსაზრებებისა, ამასთან დაკავშირებით სხვა არგუმენტი არ არსებობდა, მაგრამ კასლასსა და მოურინიოს შორის დებატები უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა, იგრძნობოდა ეს ქუჩებში, მოედნებზე და მედიაშიც. ყველანი კამათობდნენ იმაზე, სწორი იყო თუ არა მოურინიო.
ეხლა კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც უპირატესობა დიეგო ლოპესს მიანიჭა კვირის შეხვედრაში, კვლავ განაახლა დებატები.
- 20 აგვისტო 2013
- 2 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.