"მფრინავი ისკოს" გაფრენა
"მადრიდის რეალის" 23 ნომერი მატჩის გმირი და მომგებია.
ჰაერში ფრენა, 23 ნომერი მაისურზე, ბურთი მეტოქის ბადეში და თამაში მკვდარ დროში მოტრიალებულია. შეიძლება შეცდეთ და იფიქროთ, რომ საუუბარია მაიკლ ჯორდანზე, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ისკოს სადებიუტო შეხვედრაზე ვსაუბრობთ. შეხვედრაზე, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა.
თავით გატანილი გოლი 85-ე წუთზე იყო დაგვირგვინება იმ შოუსი, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მთელი თამაშის მანძილზე დგამდა და რომელიც მოედნიდან მისი სახელის სკანდირების ფონზე გააცილა "ბერნაბეუზე" ფეხზე წამომდგარმა გულშემატკივრებმა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში თავისი ხარისხით არ იყო დასამახსოვრებელი, ისკოს დებიუტი მაინც შუქი იყო გვირაბის ბოლოს. შუქი, რომელიც მადრიდელებს ნათელ მომავალს და იმედებს აღუძრავს. ახალგაზრდა ბავშვამა ყველაფერი გააკეთა, გადაცემები, მოძრაობები, ტექნიკის დემონტსტრირება, საგოლე გადაცემა ბენზემაზე და ეს ყველაფერი მისი შოუს შემადგენელი ნაწილი იყო მის ახალ ნავთსაყუდელ თეატრში.
- 20 აგვისტო 2013
- 1 985
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.