ანჩელოტის ერთი კაცის შოუ

ანჩელოტი აგრძელებს მოურინიოს დანატოვარს.

ანჩელოტი არ არის ადამიანი, რომელსაც ორი სიყვარული აქვს და ერთდროულად ორს ანიჭებს უპირატესობას. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება ცხადი, როცა საქმე ფეხბურთს ეხება. მას განსაკუთრებით უყვარს, როცა ერთი გოლკიპერი კონკრეტულად ერთ ტურნირზეა მიმართული, ხოლო მეორე გოლკიპერი კი უკვე სხვა ჩემპიონატებში იცავს კლუბს

ასეთი რამ ხდებოდა მის კლუბებში. ანალოგიური სიტუაციაა ჯერჯერობით "მადრიდის რეალში" დიეგო ლოპესსა და იკერ კასილასს შორის არჩევნის გაკეთებიოსას. თამაშის შემდეგ კარლომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მცირე დეტალებზე დაკვირვების შემდეგ მიიღო, ხოლო თუ რა შედიოდა ამ მცირე დეტალში, მას არ გაუმხელია.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა იკერ კასილასმა მომდევნო შეხვედრა სასტარტოდან დაიწყოს, მაგრამ ერთადერთი რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ტურნირებში კარლო ანჩელოტის არ უყვარს მეკარეთა ცვლები და ის დაწყებულ კურსს მიყვება, ანუ შესაძლებელია, რომ ლა ლიგაში ყველა შეხვედრა დიეგო ლოპესმა ჩაატაროს.

მოდი თვალი გადავავლოთ მის მოღვაწეობას ბოლო სამ კლუბში, ესენია "პსჟ", "ჩელსი" და "მილანი".

"პსჟ"-ში ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე კარლო ანჩელოტი სრიგუს ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო საფრანგეთის თასზე და ლიგის თასზე კი ნიკოლას დოუჩესი გამოყავდა.

პეტერ ჩეხი ხელშეუხებელი იყო "ჩელსიში".

"მილანში" განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2008/09 წლები, როცა მას ორი ერთმანეთზე კარგი გოლკიპერი ყავდა, როგორც "მადრიდის რეალში" დღეს. ამ დროს ის აბიატის ათამაშებდა სერია ა-ში, ხოლო დიდიას კი უეფაზე და იტალიის თასზე. მხოლოდ აბიატის მიერ სერიოზული ტრავმის მიღების შემდეგ გახდა იძულებული , რომ დიდა ეთამაშებინა სერია ა-ში.

  • shvela
  • 20 აგვისტო 2013
  • 2 978
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)