რონალდუ: "ჩემი ფიზიკური მდგომარეობა პროგრესს განიცდის"
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, არაბული ტელეკომპანიისა და სამეფო გუნდის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტთან.
"ჩემი ფიზიკური მდგომარეობა პროგრესს განიცდის.რაც იმის მაუწყებელია, რომ მალე შევძლებ მოედანზე დაბრუნებას.ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მიყვარს, ამიტომაც მოუთმენლად ველოდები იმ თარიღს, როდესაც შევძლებ გუნდისათვის დახმარების გაწევას."
"აღსანიშნავია, რომ უკვე დავიწყო ძუნძული, რაც გამოჯანმრთელების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია.მოედანზე მაშინ დავბრუნდები, როდესაც სრულმზადყოფნაში ვიქნები."
"კლასიკომდე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის "რასინგთან" და "ციურიხთან."გუნდმა ამ მატჩებზეც არ უნდა მოადუნოს ყურადღება.რასაკვირველია, ჩემი სურვილია "ბარსელონას" წინააღმდეგ გარჯა, თუმცა არც შვეიცარიელებთან და სატნადერელებთან თამაშზე ვიტყოდი უარს."
"სამწუხაროა კოპა დელ რეის გათამაშებას, რომ გამოვეთიშეთ.ფეხბურთი ხშირად სიუპრიზებს გვთავაზობს.მიუხედავად ამისა, ყურების ჩამოყრა არ შეიძლება.საჭიროა ბრძოლის გაგრძელება და დარჩენილი ორი თასის მოპოვებისათვის პაექრობა.
- 13 ნოემბერი 2009
- 2 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.