მარსელოს ინტერვიუ
"ბეტისთან" გამარჯვების შემდეგ, მარსელო ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ლა ლიგა" გამარჯვებით დავიწყეთ. განვლილი მატჩი ძალიან რთული იყო, მაგრამ მთავარია გავიმარჯვეთ. ძალიან მიხარია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კვლავ ვითამაშე. გასული სეზონი არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ დღეს გუნდმა გულშემატკივრებს სიხარული მიანიჭა."
"ჩემთვის ისკოს ბრწყინვალე თამაში სიუპრიზი არ ყოფილა. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა, ის განაგრძობს პროგრეს და უფრო უკეთესი გახდება".
"შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე გამოდგა. "ბეტისის" შემადგენლობაში ძალიან სწრაფი მოთამაშეები თამაშობენ. პირველივე წუთიდან გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ 3 ქულა დავიმსახურეთ და კარგია, რომ "ლა ლიგა" გამარჯვებით დავიწყეთ. სწორ გზაზე ვდგავართ და ფეხბურთელები ძალისხმევას არ იშურებენ ანჩელოტის დავალებების შესასრულებლად."
"კონფედერაციის თასზე ასპარეზობის გამო გუნდს მოგვიანებით შევუერთდი. ცოტა დრო გავიდა, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ნელ-ნელა ჩვენს რიტმს ვიპოვით და უფრო და უფრო უკეთ ვითამაშებთ".
"ძირითადი მეკარე? მატჩისთვის მწვრთნელმა 11 მოთამაშე უნდა შეარჩიოს, რომლებსაც საუკეთესოდ მიიჩნევს. ამ კითხვით სჯობს მთავარ მწვრთნელს მიმართოთ."-განაცხადა მარსელომ.
- 19 აგვისტო 2013
- 2 263
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.