ანჩელოტი: "ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

კარლო ანჩელოტის პრესკონფერენცია "ბეტისთან" მატჩის შემდეგ...

მადრიდის "რეალმა" 2013/14 სეზონის, ლა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა "სანტიაგო ბერნაბეუზე". მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ლა ლიგის პირველ მატჩში გამარჯვება გაანალიზა: "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ პირველი მატჩი არასდროს არ არის ადვილი. ჩვენ კარგად ვითამაშეთ პრესსეზონში და აღფრთოვანებულები ვართ. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ძალიან კარგად, მაგრამ ეს ნორმალურია. რაც მთავარია მატჩი მოვიგეთ და ვფიქრობ დამსახურებულად, რადგან ანგარიშის შეცვლის მრავალი შესაძლებლობა შევქმენით. "ბეტისმა" კარგად ითამაშა. ის კარგი გუნდია", აღიარა მან.

გუნდს აქვს ნახევარდაცვის სხვადასხვა პარამეტრები, რომელიც მათი გამოყენება საჭირო გახდა. მწვრთნელმა თქვა: "ჩვენ შეგვიძლია გავუმჯობესდეთ, ეს ორმალურია. ვფიქრობ, ასეთი კომბინაციები კარგია. ჩვენ შევქმენით ანგარიშის გაზრდის უამრავი შესაძლებლობა, განსაკუთრებით ფლანგებიდან. პრობლემა იყო დაცვა, მთელი მატჩის განმავლობაში. პირველ ნახევარში ჩვენ ეს ვერ დავაბალანსეთ და გვქონდა პრობლემები. მეორე ნახევარში ჩვენ უკეთესები ვიყავით ამ კუთხით. ჩემი აზრით, პრობლემა მაინც დაცვა იყო."

იტალიელი სპეციალისტი თავდასხმის და ნახევარდაცვის მოთამაშეებს შორის ბალანსით კმაყოფილია, რომელიც ფეხბურთელების დაცვის მაღალ ხარისხს აერთიანებს. კითხვაზე, გაუმჯობესდებიან თუ არა ფეხბურთელები ამ კუთხით, როგორებიც არიან ოზილი და ისკო, მან შემდეგი რამ განაცხადა: "დიახ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში, ფეხბურთელების ხარისხის გაუმჯობესება გვჭირდება, რომლებიც ასევე დაცვას დაეხმარებიან. ისინი გენიალური ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით ისკო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ მატჩში. მან გაიტანა შესანიშნავი გოლი. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი პრობლემაა ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ამ გასაღები ამ სეზონში ის არის, რომ მოვძებნოთ ბალანში, მოთამაშეების ხარისხს შორის."

ანჩელოტის სურდა ხაზი გაესვა მისი გუნდის ასპექტებზე მატჩში, მან განაცხადა: "პრობლემა იყო ბალანსი. ჩვენ არ დავიცავით ასევე კავშირი ნახევარდაცვასა და დაცვას შორის. "ბეტისმა" კარგად ითამაშა. ცრხა ფეხბურთელმა თავიაანთ ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს, ჩვენ არ გვქონდა ბევრი დრო სტადიონზე მოსამზადებლად. მე მინდ აავღნიშნო, რომ "ბეტისი" ფიზიკურად უკეთ მომზადებული იყო."

გუნდს ტაქტიკურად გადაწყობის ბევრი შესაძლებლობა აქვს, ანჩელოტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდს ამჟამად გარკვეული ტაქტიკა არ გააჩნია: "არა, როტაციები ვფირობ იქნება. მე მყავს კარგი გუნდი. მორატა, დი მარია და კასემირო სხვადასხვა დროს სრხვადასხვა პოზციაზე ირჯებოდნენ. არ ვფიქრობ, რომ ყოველი მატჩი იგივე 11 ფეხბურთელით დავიწყო, რადგან ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი გვყვავს", თქვა მან.

და ბოლოს, კითხვაზე თუ 11 ფეხბურთელს შორის რომელი მეკარე იქნება, ანჩელოტიმ განამრტა: "მე დღეს ეს გადაწყვეტილება მივიღე. მე ჯერ კიდევ გუშინ სხვადასხვა დეტალები გავაანალიზე, მაგრამ დღეს ასეტი გადაწყვეტილება მივიღე. დიეგო ლოპესმა კარგად ითამაშა და მას მომავალ მატჩებშიც ვიხილავთ. მე ვესაუბრე იკერს, რომელიც პროფესიონალია. მას თამაში სურს და ეს კარგია. დიეგომ ითამაშა და მეკარი ლოპესი იყო დღეს", დაასრულა კარლომ.

წყარო: Realmadrid.com

  • Ricky.
  • 19 აგვისტო 2013
  • 2 898
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)