ვილაშ-ბოაშმა "რეალს" და "პსჟს" უარი უთხრა
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ზაფხულში მას ჰქონდა შემოთავაზებები ესპანური "რეალიდან" და ფრანგული "პარის სენ-ჟერმენიდან", მაგრამ მათ შემოთავაზებებზე, მან უარი განაცხადა.
"მე უარი ვთქვი "რეალის" და "პსჟს" შემოთავაზებებზე", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Football Espana. "მე "ტოტენჰემში" დავრჩი. ეს არის ჩემი პირველი შესაძლებლობა, დავიწყო მეორე სეზონი იმავე კლუბში. მე მყავს დიდი მოთამაშეების ჯგუფი, ასევე აქ ფანტასტიკური სამუშაო გარემოა."
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს, პორტუგალიელი სპეციალისტით დაინტერესებული იყო არა მხოლოდ "რეალი" და "პსჟ", არამედ "მონაკოც", რომელსაც რუსი ბიზnესმენი დiმიტრი რიბოლოვლევი ფლობს.
- 17 აგვისტო 2013
- 2 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.