სასწრაფოდ: იყიდება ფალკაო!
ფალკაო მონაკოში 2 თვის წინ გადავიდა და უკვე მზად არის სხვა კლუბის მაისური მოირგოს, მიზეზი კი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაა.
კოლუმბიელ თავდამსხმელს მონაკოში კოლოსალური ხელფასი აქვს, საფრანგეთის კანონმდებლობის თნახმად მისი შემოსავლების 70% დაიბეგრება (რადგან ის ყოველ თვე მილიონზე მეტს იღებს). მართალია მონაკო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავისი მონარქიც კი ჰყავს და საფეხბურთო კლუბი მონაკო საფრანგეთის კანონმდებლობას არ ექვემდებარება, მაგრამ ყველაფერი 2014 წლიდან შეიცვლება. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუ გუნდს "ლიგა 1"-ში სურს მონაწილეობის მიღება, მისი სათაო ოფისი საფრანგეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს რეგისტრირებული, რაც მონაკოს შემთხვევაში დამღუპველია, თუ პსჟ უკვე მიეჩვია ამ გადაწყვეტილებას და მზად არის დამატებითი ხარჯები გასწიოს საკუთარ თავზე, რუსი მილიარდერი არ გეგმავს ფეხბურთელებს უხადოს მაღალი ხელფასები და დამატებით 70 % საფრანგეთის ბიუჯეტში შეიტანოს.
კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს კი რადამელ ფალკაო წარმოადგენს, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ მონაკოში მხოლოდდამხოლოდ მაღალი ხელფასის გამო გადავიდა. 2014 წლიდან "ლიგა 1"-ის ბინადარი ვეღარ უზრუნველყოფს მაღლი ხელფასის გადახდას, შესაბამისად ფალკაო ეცდება ახლავე შეიცვალოს კლუბი და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე.
მონაკოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი ფეხბურთელს კლუბის შეცვლას არ აიძულებენ, რადგან მასთან 5 წლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და მხოლოდ ფალკაოს სურვილზეა დამოკიდებული შეიცვლის თუ არა ის კლუბს. აღსანიშნავია, რომ მისი კონტრაქტის არც ერთ პუნქტში არ წერია, რომ საშემოსავლოს კლუბი გადაიხდის, შესაბამისად 2014 წლიდან რადამელი თავისი ხელფასის 70 %-ს საფრანგეთის ბიუჯეტში შეიტანს.
მონაკოს ხელმძღვანელობა კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავს, რადგან მონაკო ტერიტორიულად ახლოს არის ესპანეთთან, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ეს რთული და გრძელი გზა იქნება, რადგან ისინი ესპანეთის ყველაზე დაბალი ლიგიდან დაიწყებენ თამაშს და დაახლოებით 3-4 წელი მოუნდებიან ლა ლიგაში გადმოსვლას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე დაიწყეს მუშაობა: რეალმა, ჩელსიმ, სიტიმ და იუნაიტედმა. ფაქტია, რომ მადრიდის რეალს თავდამსხმელი სჭირდება და ფლორენტინოს გამოუჩნდა შანსი შეიძინოს უმაღლესი კლასის ფორვარდი, თუ ეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არ მოხდა, ზამთარში ან მომდევნო ზაფხულს კოლუმბიელი აუცილებლად დატოვებს მონაკოს.
- 17 აგვისტო 2013
- 6 708
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.