რაულმა „ბერნაბეუ“ გაავსო
მოგეხსენებათ, მომდევნო კვირაში, სამეფო კლუბის დიადი პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს თასის გათამაშება შედგება.
სიმობლურ მატჩში, „რეალი“ და „ალ სადი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ელ კაპიტანო“ 90 წუთით მადრიდის საფეხბურთო მექაზე დაბრუნდება.
უახლესი მონაცემებით, თამაშზე დასწრების მსურველებმა ძალიან უნდა იჩქარონ, რამეთუ მრავალთასიან „ბერნაბეუზე“ მხოლოდ 77 ბილეთია უპატრონო.
ცნობისთვის, რაული თავდაპირველად არაბული კლუბის მაისურით გამოვა მწვანე მინდორზე, ხოლო მეორე ტაიმში კი, „თეთრით“ შეიმოსება.
- 17 აგვისტო 2013
- 2 804
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.