"პსჟ" და "მანჩესტერი" დი მარიას არ ივიწყებენ
არგენტინელ ვინგერს, შუეძლია გუნდი ამ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.
ანხელ დი მარიას მადრიდის "რეალის" დატოვების დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "ბლანკოსი" გარეთ ბეილის ტრანსფერს გაჩარხავს, არგენტინელმა გარემარბმა შეიძლება სხვა არჩევანი გააკეთოს, რადგან უელსელის მოსვლა, მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მან შეიძლება დაკარგოს რეგურალური მატჩის პრაქტიკა და ამასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსი, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
"პარის სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" თავიაანთ შანს ელოდებიან, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მოლაპარაკებების მიმდინარეობას მადრიდის "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის. ისინი ყოველთვის მზად არიან, ესპანურ გგრანდს დი მარიას ტრანსფერზე მიმართონ.
გასული სეზონის, ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონები მზად არიან დიდი ფულის გადახდისთვის ანხელის სანაცვლოდ, რომელმაც პრიმერას გასული სეზონში, 32 მატჩში 7 გოლით გამოიჩინა თავი.
- 16 აგვისტო 2013
- 1 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.