გრანერო : „ბერნაბეუზე დიდი სიამოვნებით გავიდოდი“
ესტებან გრანეროს მომავალი ბურუსით არის მოცული, მისი გადაბირება რეალ სოსიედადს სურს, მოლაპარაკებები კი მიმდინარეობის პროცესშია, იგი შესაძლოა მართლაც გადაბარგდეს სამშობლოში სათამაშოთ. ჟურნალისტებთან ინტერვიუშ ელ პირატმა განაცხადა, რომ ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან შეთანხმება არ შემდგარა, მაგრამ შესაძლოა მან მართლაც მიაშუროს ბასკურ კლუბს...
„არ ვიცი გადავალ თუ არა სოსიედადში, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატი ნამდვილად მომენატრა, ზოგადად ყველას უყვარს საკუთარ სამშობლოში თამაში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ ითვლება.“
„პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას შორის დიდი განსხვავებაა, ინგლიში მეტი ბრძოლის შემსწრენი ვართ, ლა ლიგაში კი აქცენტი ტექნიკურ მხარეზე კეთდება, ორივე ჩემპიონატს აქვს საკუთარი სიბლი და ჰყავს პატივისმცემელი.“
„თუკი სოსიედადში გადავალ 2-ჯერ მომიწევს „ბლანკოსის“ წინააღმდეგ ასპარეზობა და ბერნაბეუზე ჩასვლასაც ვერ
„გადავურჩები“. სიმართლე გითხრათ მომენატრე „მერენგების“ სტადიონზე გულშემატკივრების გამაყრუებელ სტვენაში თამაში, იქ ხომ განსაკუთრებული გარემოა.“
„მანუელ პელეგრინის ძალიან კარგად დავახასიათებ და მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება მასთან გატარებული დრო, მისი დარიგებები დღემდე კარგად მახსოვს, იყო პერიოდი როდესაც „ბლანკოსის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვითვლებოდი, ალბათ ეს იყო ჩემი კარიერის საუკეთესო ხანა.“
- 15 აგვისტო 2013
- 1 607
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.