მადრიდული კონკურენცია
ალბათ, კარლო ანჩელოტის ძალზედ გაუჭირდება სასტარტო შემადგენლობის ფორმირება, რამეთუ გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენცია სუფევს.
„მარკამ“ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მომდევნო სეზონში, კონკრეტული პოზიზიებისათვის ერთმანეთს შეებრძოლებიან.
კასილიასი და ლოპესი
მიმდინარე წინასასეზონო მომზადების პერიოდმა ცხადყო, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში, დიეგოს შესანიშნავი ასპარეზობა შემთხვევითობა არ ყოფილა.ეჭვგარეშეა, რომ მისის სახით, გამოჯანმრთელებულ და ფორმაში ჩამდგარ იკერს, დიდი კონკურენტი ჰყავს.განვლილ ტესტ-მატჩებში, კარლო ანჩელოტი საკმაო დროს აძლევდა ლოპესს პოეტნციალის წარმოსაჩენად და ეს უკანასკნელიც არ ირცხვენდა თავს.ვარაუდობენ, რომ ის ვინც „ბეტისთან“ მატჩში გამოვა სასტარტოში, მთელი სეზონის განმავლობაში, 1-ლი კიპერის სტატუსი ექნება.
არბელოა და კარვახალი
ალვაროს თავდაუზოგავი შრომა მოუწევს, რათა სასტარტო ადგილისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში, „ბაიერიდან“ დაბრუნებული კარვახალი დაამარცხოს, რომლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე შეტევებში მწვავე ჩართვაა.ბუნებრივია, ამ კომპონენტში ბევრად აღემატება არბელოას, რომელიც უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული გარემარბია.სავარაუდოდ, ალვაროს მაშინ მიეცემა თამაშის შანსი, როდესაც გუნდი უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთზე გააკეთებს არჩევანს, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
პეპე და ვარანი
როდესაც რაფელი სრულად მოიშუშებს ტრავმას, რამოსის მეწყვილის საკითხი დღის წესრიგში დადგება.ალბათ, პეპესთვკს რთული იქნება ვარანისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რამეთუ ყველას გვახსოვს შარშანდელი სეზონი, როდესაც ახალაგაზრდამ ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსოვრა თავი.ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ სამწვრთნელო შტაბში ზის ზიდანი, რომელიც თანამემამულის დიდი ლობისტია.მოკლედ, სეზონს ძირითადში პეპე დაიწყებს და შემდეგ უკვე მასზე ადამოკიდებული ყველაფერი.
ალონსო და ილიარა
მიმომხილველების აზრით, არანაკლები კონკურენცია იქნება, ბასკებს შორის, რომლებსაც ჯერ ტრავმები აწუხებთ.ორივე ფეხბურთელს გააჩნია თავისი პლიუს-მინუსები.გამომდინარე იქედან, რომ ჩაბის შესაძლებლობები ჩინებულად იციან გუნდში, სასტარტოშიც ის მოხვდება.რამდენად მოახერხებს ასიერ ილიარამენდი ალონსოს ამოგდებას, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული
მოდრიჩი და იოზილი
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბასკ საყრდენებს ტრავმები აწუხებთ და სწორედ ამიტომაც მათ პოზიციაზე მოდრიჩი ირჯება, თუმცა რომელიმეს გამოჯანმრთელების შემდეგ, ლუკა იოზილის პირდაპირი კონკურენტი გახდება, სასტარტოში ადგილის დამკვიდრებაზე.
ისკო და დი მარია
პრესსეონიდან გამომდინარე, ძირითადში ახალწვეული უნდა მოგვევლინოს, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ბეილის შეძენა, ყველაფერს თავდაყირა დააყენეს.
- 15 აგვისტო 2013
- 2 247
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.