მადრიდისტების სანაკრებო მონაგარი
გუშინ, საფეხბურთო სამყარო, საერთაშორისო ამხანაგურმა შეხვედრებმა მოიცვა, რომელშიც 14-მა მადრიდისტამ მიიღო მონაწილეობა.
ეკვადორი 0-2 ესპანეთი
ვისენტე დელ ბოსკეს შეიგერდებმა, ნეგრედოსა და კასორლას გოლების წყალობით სძლიეს მეტოქეს.კასილიასი, არბელოა და რამოსი 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდნენ მწვანე მინდორზე.
გერმანია 3-3 პარაგვაი
სრული თამაში ჩაატარეს იოზილმა და ხედირამ, თუმცა ბუნდეს ნაკრებმა მოგებას ვერ გამოკრა ხელი.გიუნდოგანის, მიულერისა და ბენდერის ბურთები, საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.
ბელგია 0-0 საფრანგეთი
ბრიუსელში გამართული დაპირისპირება, გოლების გარეშე დასრულდა.კარიმი 74-ე წუთზე შეცვალეს.
პორტუგალია 1-1 ჰოლანდია
„ნარინჯისფერებთან“ პაექრობაში, რონალდუმ ეროვნული გუნდი მარცხისგან იხსნა.კრიშტიანუმ მატჩის ბოლოს მოახერხა ტაბლოზე ანგარიშის გათანაბრება.მან და პეპემ შეუცვლელად ითამაშოს, ხოლო კოენტრაუ მეორე ტაიმში შეცვალეს.
შვეიცარია 1-0 ბრაზილია
კონფედერაციის თასის გამარჯვებული მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.მარსელო 56 წუთი გახლდათ საქმეში, თუმცა რაიმე ღირებული არ გაუკეთებია.
იტალია 1-2 არგენტინა
ანხელიტო დი მარიამ „სკუადრა აძურას“ ძლევაში წვლილი შეიტანა.მადრიდისტამ ყოფილი თანაგუნდელი, გონსალო იგუაინი, საგოლე პასით მოამარაგა, ხოლო გაამრჯვების გოლი ბანეგამ შეაგდო.
ლიხტენშტეინი 2-3 ხორვატია
ლუკა მოდრიჩმა მოედანზე 66-ე წუთი გაატარა.
ჩრ.ირლანდია 1-0 რუსეთი
ჩერიშევი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, თუმცა მალევე გაიყვანეს, რამეთუ დისკომფორტი იგრძნო.
- 15 აგვისტო 2013
- 2 183
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.