"წითელმა ეშმაკებმა" ოზილისთვის 40 მილიონი გაამზადეს
"წითელმა ეშმაკებმა" ოზილისთვის 40 მილიონი გაამზადეს.
გასული სეზონის, პრემიერ ლიგის მფლობელები, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრობენ.
ესპანური გამოცემა, Punto Pelota იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ, მესუთ ოზილში 40 მილიონ ფუნტს ჩამოდის.
ოზილს ზაფხულს ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, ხოლო იგი ყოყმანობს. მესუთს გუნდთან კონტრაქტის ვადა 2016 წლის ივნისში ეწურება.
ამას დამატებული, იზრდება იმის შანსი, რომ გერმანელი ნახევარმცველი, "სამეფო გუნდის" ბანაკს დატოვებს, რადგან კლუბმა მის პოზიციაზე ორი ახალი მოთამაშე, ისკო და ასერ ილიარამენდი დაიმატა და დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა ბიჭებს უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" მესუთ ოზილის ტრანსფერში უფრო კარგად მიდის საქმე, ვიდრე, სესკ ფაბრეგასის.
წყარო: Isport.ua
- 15 აგვისტო 2013
- 2 734
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.