ამერიკელ გულშემატკივარს პატიმრობა ემუქრება
ამერიკელ გულშემატკივარს პატიმრობა ემუქრება.
მადრიდის "რეალმა" გინესის ჩემპიონთა თასის ფინალში, ლონდონის "ჩელსი", ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
თამაშის შუა ნაწილში, 67-ე წუთზე, სტადიონზე ამერიკელი ქომაგი შევარდა, რომელიც ესპანური კლუბის სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდოს ჩაეხუტა.
ამის შემდეგ, პოლიციელებმა სტადიონზე შესული მაყურებელი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
რონალდ გიოკამ ღამე საკანში გაატარა, ხოლო დილით თავისუფლად გაუშვეს ციხიდან. ხოლო ახლა, მას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"მე გადავწყვიტე ჩავხუტებოდი მას და ასეც ვქენი. იგიც ჩამეხუტა და სახეზე ღიმილი შევატყვე, მე მისთვის მეტი არაფერი არ გამიკეთებია"-განაცხადა გიოკამ Local10-თან ინტერვიუში.
"მე მას ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ის ჩემი სათაყვანებელი ფიგურა, ანუ კერპი იყო. ამიხდა ოცნება, დიდი ძალა ვიგრძენი. მალევე გამიყვანეს პოლიციელებმა სტადიონს გარეთ".
- 14 აგვისტო 2013
- 3 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.