ნაჩო : „ვთვლი, რომ ძირითადისთვის ბრძოლა შემიძლია“
სამეფო კლუბის ახალგაზრდა მცველის, (რომელიც წლების მანძილზე რეალ მადრიდ კასტილიას ღირსებას იცავდა,) განცხადებით იგი მზად არის კონკურენცია გაუწიოს რაფაელ ვარანს, სერხიო რამოსს, პეპეს და ყველა დაცვითი სტილის ფეხბურთელს...
„უდიდესი მოტივაცია მაქვს და ვთვლი, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა თავისუფლად შემიძლია, კასტილიაში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, ამერიკული ტურნე კი ძალიან ნაყოფიერი იყო და ვთვლი, რომ იქ მართლაც ბევრი რამე ვისწავლე, ანჩელოტი დიდ ყურადღებას იჩენდა და ყველა ნაბიჯს მიზომავდა, მისი აზრით მე მაქვს შანსი „ბლანკოსისთვის“ საჭირო ფეხბურთელი გავხდე, ავანსი ჩემზე უკვე დიდი ხანია გასცეს, ახლა კი იმედების გამართლების დრო არის მოსული.“
„ახალგაზრდებს დიდი შანსი გვეძლევა, ჩვენ კი აუცილებლად გამოვამჟღავნებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, მთავარია მონდომება, რომელიც ნამდვილად არ გვაკლია, დანარჩენს ყველაფერს სეზონი გვიჩვენებს.“
- 14 აგვისტო 2013
- 1 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.