რონალდუ "რეალზე" ზეწოლას ახდენს
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, არ ჩქარობს კონტრაქტის გახანგრძლივებას მის ამჟამინდელ კლუბთან, იტყობინება ესპანური პრესა.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს სთხოვა, რომ "სამეფო კლუბთან" მოლაპარაკებები სექტემბრამდე არ გამართოს. რონალდუს სურს ბოლომდე დაელოდოს ინგლისური "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, გარეთ ბეილის "ისტორიას" და მხოლოდ ამის შემდეგ, საბოლოოდ გახდება ცნობილი მისი ფინანსური პრეტენზიები. თუ "რეალი" უელსელ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს გადაიხდის, მაშინ რონალდუ თავად მოითხოვს ასტრონომიულ ხელფასს.
წყარო: championat.com
- 14 აგვისტო 2013
- 3 532
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.