ნაჩო და მორატა ოფიციალურად პირველი გუნდის ფეხბურთელები გახდნენ
ფეხბურთელები მადრიდში დარჩებიან...
სამშაბათს, ალვარო მორატა კლუბის ოფისს ეწვია "სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც ოფიციალურად დაასრულა პირველ გუნდში გადასვლის პროცესი. ამ პროცესისთვის ოფისში გამოჩნდა ნაჩოც. "კასტილიის" ყოფილმა ფეხბურთელმა ყველა დოკუმენტები მოაწესრიგა და ახლა ისინი მადრიდის "რეალის" პირველი გუნდის ოფიციალური წევრები არიან.
ეს პროცედურა ფორმალობა იყო, რადგან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მორატა და ნაჩო მადრიდული კლუბის პირველ გუნდში დარჩებიან. მიუხედავად უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ მორატა შესაძლოა გუნდიდან წავიდეს, ფორვარდი "ბერნაბეუს" მხოლოდ იმ მიზნით ეწვია, რომ დაესრულებინა ბიუროკრატიული პროცესი მისი პირველ გუნდში გადასვლის.
ვიდეო
წყარო: Merengues.ru
- 14 აგვისტო 2013
- 1 467
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.