კაკა: „რეალში“ ლიგის მოგება მინდა“
„რეალის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რომელიც ფორმის დაბრუნებისთვის შეუპოვრად იბრძვის, „ადიდასის“ მომხმარებლების საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი.
- როგორ ემზადები მატჩებისთვის?
- ვარჯიშების დროს, ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მხარეების გაუმჯობესებას ვცდილობ, ხოლო მატჩის წინ, გასახდელში, განწყობისა და სულისკვეთების ამაღლებაზე ვმუშაობ.
- თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი?
- ბევრი დიადი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, მაგრამ ჩემი კუმირი გახლდათ რონალდო - ფენომენი.საშუალება მქონდა მასთან ერთად მეთამაშა, როგორც „მილანში,“ ასევე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.ის ჩემთვის მაგალითი იყო მწვანე მინდორზე.
- რჩევა, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემდით?
- იყავით მომთმენნი და შეუპოვარნი.ამასთანავე, როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში, დადექით გამოწვევის წინაშე და ამის შემდეგ მოხდება ყველაფერი.აღნიშნულმა მეთოდმა გაამართლა ჩემში.სიმართლე გითხრათ, ყოველთვის გამოწვევის ძიებაში ვიყავი და სწორედ ამიტომაც, ვარ იქ, სადაც ვარ.
- ვინ არის ის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი, რომელთანაც არასოდეს გითამაშიათ?
- კარიერის განმავლობაში, არაერთ შესანიშნავ ნახევარმცველს შევხვედრივარ.ვფიქრობ, საუკეთესო, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, არის ზინედინ ზიდანი, რომელსაც ჯერ მადრიდელებთან დაპირისპირების შევხვდი, ხოლო შემდეგ ნაკრებების მატჩის დროს.
- რას ფიქრობთ სამეფო კლუბის ახალ საგარეო ფორმაზე?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს.ის თანამედროვე და კომფორტულია.ვიმედოვნებ, რომ ამ მაისურით შემოსილნი, დიდ წარმატებებს ჩავებღაუჭებით.
- თქვენი მიზნები მომავალი სეზონისათვის?
- უწინარეს ყოვლისა, ჩემი მიზანია მოედანზე უფრო მეტი სათამაშო დროის დაყოფა.კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა კი, ჩემი გამოწვევაა.ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მეტჯერ მოვირგო „რეალის“ უნიფორმა და ამასთანავე, ნაკრებში დავბრუნდე, რამეთუ მოახლოვებულ მუნდიალზე ძალიან მინდა გამოსვლა.
- როგორია, კვლავ ანჩელოტის შეგირდის რანგში ყოფნა?
- ძალიან კარგი.„მილანში“ 6 წელი ვმუშაობდით.კარლოს ახლოს ვიცნობ და მომეხსენება, მისი ფსომხედველობის შესახებ.ის ჩემს მიმართ საკმაოდ გულწრფელია.ხშირად მესაუბრება და ცდილობს დამეხმაროს, რაც დამატებითი სტიმულია ჩემთვის.ერთი სიტყვით, მოხარული ვარ, რომ ანჩე კვლავ ჩემი მწვრთნელია.
- საუკეთესო მომენტები კარიერაში...
- ვფიქრობ, საუკეთესო ის მომენტები, როდესაც დიდი ტიტულები მოვიგეთ.ტკბილად მახსენდება მსოფლიოს 2002 წლის მუნდიალი, „მილანის“ წიგებში ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი და ყველა ის ჩემპიონატი თუ თასი, სადაც პირველობა შევძელი თანაგუნდელებთან ერთად.ამასთანავე, ინდ.ჯილდოებს დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს კარიერაში, მაგრამ ყველაზე მთავარია, გუნდთან ერთად მოედანზე ყოფნაა.
- რომლის მოგებას მიანიჭებდით უპირატესობას - ლა ლიგის თუ ჩემპიონთა ლიგის?
- ბუნებრივია, ორივე გათამაშება ნიშანდობლივია ჩვენთვის, მაგრამ ჩემი ოცნებაა, სამეფო კლუბთან ერთად ლიგის მე-10-დ მოგება.
- როგორი თვალით შეყურებ ახალ სეზონს?
- დიდი იმედით ვხვდებით მომავალ სეზონს.ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს.ძალიან მოტივირებულნი ვართ.ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ახალ მწვრთნელთან ერთად.
- 13 აგვისტო 2013
- 2 397
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.