45 მილიონი ბენზემას სანაცვლოდ
სამეფო კლუბიდან გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ ალბათ არავინ ფიქრობს, რომ გუნდს კარიმ ბენზემაც დატოვებს, ამის ალბათობა მართლაც ძალიან პატარაა, თუმცა როგორც ჩანს არსენ ვენგერს იმედი მაინც აქვს და მზად არის ფრანგი წინახაზელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს...
ვენგერი თვლის, რომ მისი თანამემამულე ძალიან ნიჭიერია და მისი ტალანტი რეალში ვერ ვლინდება, მიუხედავად იმისა, რომ მას ზინედინ ზიდანი სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს. ვენგერი თვლის, რომ ბენზემას არსენალში გაცილებით უკეთესი მომავალი ექნება, ვიდრე სამეფო კლუბში, რადგან იგი ესპანეთში დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის.
არსენალის გამოცდილი დამრიგებლის აზრით კარიმის ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების საშუალება ექნებათ, გუნდის წამყვანი ფიგურა კი სწორედ კარიმი გახდება, რომელმაც ევროსარბიელზე თამაშის უდიდესი გამოცდილება დააგროვა.
მეთოფეები მადრიდელებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, თუმცა ნათელია, რომ თუ რეალმა სხვა ფორვარდი არ დაიმატა, ბენზემა არაფრის დიდებით არ გადავა პრემიერ ლიგაში, რადგან ამ შემთხვევაში ანჩელოტის მხოლოდ ალვარო მორატას იმედზე მოუწევს დარჩენა, რომელიც ნამდვილად არ ბრწყინავს და კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი.
- 12 აგვისტო 2013
- 2 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.