"რეალი" მადრიდში რამოსის და არბელოას გარეშე ჩაფრინდა
მადრიდის "რეალი" სამშობლოში ორი მცველის გარეშე დაბრუნდა.
მადრიდელებმა ამერიკული ტურნე დაასრულეს, მოიგეს ყველა ოთხივე მატჩი და სამშობლოში დაბრუნდნენ. მადრიდის "რეალმა" ბოლო მატჩი სენთ-ლუისში, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გამართა. ანჩელოტის შეგირდებმა, სამი უპასუხო გოლი გაუტანეს იტალიელებს.
მცველები, სერხიო რამოსი და ალვარო არბელოა ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩნენ. როგორც ცნობილია, იქ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჩაფრინდება, რომელიც 14 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ეკვადორის წინააღმდეგ, ქალაქ გუაიაკილში.
წყარო: championat.com
- 11 აგვისტო 2013
- 3 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.