ანჩელოტი: "პრესსეზონის ბოლო მატჩი ძალიან კარგი გამოვიდა"
კარლო ანჩელოტის ინტერვიუ "ინტერთან" მატჩის შემდეგ...
კარლო ანჩელოტი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ, მედიას გაესაუბრა. "რეალის" მწვრთნელმა შეაქო მისი გუნდი, იტალიელების წინააღმდეგ გაწეული სამუშაოსთვის: "ჩვენ კარგად ვმუშაობთ. პრესსეზონის ბოლო მატჩი ძალიან კარგი გამოვიდა, ჩვენ ფოკუსირებლები ვართ და მოთამაშეები ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ფეხბურთელებს ცოტა დაღლა შეეტყოთ, მაგრამ მატჩი ძალიან კარგი გამოდგა."
გუნდის წინასასეზონო მომზადების შესახებ, ანჩელოტიმ თქვა: "საერთო ჯამში, ყველაფერი კარგია, ჩვენ ვმუშაობთ თავდაუზოგავათ და ძალიან კარგი ატმოსფეროა გუნდში. ნამდვილად, ყველაფერი შესანიშნავად არის და ახლა ჩვენ მომავალ კვირაზე ვფიქრობთ. ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის. ჩვენი ფეხბურთელები კარგად თამაშობენ შემტევ ფეხბურთს. "ლიონთან" მატჩის გარდა, რომლებიც უკეთ მომზადებულნი იყვნენ ვიდრე ჩვენ, ყველა მატჩი კარგად ჩავატარეთ."
მოთამაშეების ფიზიკური პრობლემების შესახებ, მან განაცხად: "ჩაბი ალონსო და ვარანე უკეთესები არიან. მომავალი კვირის პირველ ვარჯიშზე, ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან. ჩვენ უნდა დაველოდოთ ილიარამენდის, რომელიც უკვე გამოკეთდა, აგრეთვე ვარანესაც, მაგრამ მათ მცირე პრობლემები აქვთ და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ისინი უკეთ იქნებიან."
ანჩელოტიმ შეაქო აკადემიის ყოფილი ფეხბურთელები, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გაწეული სამუშაოთი: "ისინი ყველა ფანტასტიკურები იყვნენ და კარგი დამოკიდებულება აჩვენეს. კარვახალი ძალიან კარგი იყო, როგორც კაზემირო." ის ასევე კმაყოფილი იყო მორატათი და ხესეთი: "პირველ რიგში, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ გვყვავს მეორე გუნდის ფეხბურთელები. რატომ უნდა ვისაუბროთ დღეს ბეილზე, როდესაც მორატამ და ხესემ კარგად ითამაშეს? მე ძალიან ბედნიერი ვარ, ახალგაზრდებს წარმოუდგენელი უნარი აქვთ."
კითხვაზე დატოვობენ თუ არა ფეხბურთელები კლუბს, მან თქვა: "ხედირა რჩება და კოენტრაუ ამის შესახებ ფიქრობს. ფეხბურთელმა თავად უნდა გადაწყვიტოს და ეს ძალიან კარგია. დი მარიაზე პრობლემა არ არსებობს, ის ჩვენთან დარჩენას აპირებს." მან იგივე პასუხი გასცა ჩერიშევის შესახებ: "ის იმოყოფება ჩვენთან ერთად და ჩამოვა მომავალ კვირას." საბოლოოდ, იგი არ გამორიცხავს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას: "ყველაფრით კმაყოფილები წამოვედით, მოედნები ფანტასტიკური და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უკან დაბრუნების."
- 11 აგვისტო 2013
- 2 151
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.