ბენზემა: „ოქროს ბურთი“ ჩემი ოცნებაა“
ამერიკაში გასამართ ბოლო ამხანაგურ მატჩამდე, კარიმ ბეზნემამ „ადიდასთან“ ჩაწერა ინტერვიუ.
მიზნები ახალი სეზონისთვის: „მხოლოდ პოზიტიურზე უნდა ვიფიქროთ.ჩვენ დიდი გუნდი ვართ და შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება.“
ზიდანი: „ზიზუ ჩემი იდეალია.რა თქმა უნდა, მისი სათადარიგო სკამზე ჯდომა დამატებითი სტიმულია თითოეული ფეხბურთელისათვის.მას ახლო ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან.“
4 წელი მადრიდში: „მადრიდის „რეალი“ საუკეთესო კლუბია.აქ ყოფნით დიდ სიამოვნებას ვიღებ.ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, ახლა კი ფეხბურთელი ვარ, რომელიც სამეფო კლუბში თამაშობს, ეს საოცრებაა.“
საუკეთესო გოლი: „ჩემთვის ნებისმიერი გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოვყოფდი „აიაქსთან“ გატანილს, რომელიც მართლაც ლამაზი გამაოდგა.“
მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე: „ამ მომენტისათვის, ბევრი დიდებული მოთამაშეა, მაგრამ კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა არ შემიძლია.თუ დაცვის ფუნქციის მატარებელ ფეხბურთელზე მეკითხებით, თამამად გიპასუხებთ, რომ რამოსი პირველია.“
ოქროს ბურთი: „მისი მოპოვება ჩემი ოცნებაა.დღითი-დღე ვმუშაობ იმისათვის, რომ ამ ჯილდოს მივუახლოვდე.“
გასახდელის ამბები: „ვარანი ჩემი საუკეთესო მეგობარია.მასთან ურთიერთობა მიადვილდება, რამეთუ ფრანგულად მოსაუბრეა.“
as.com
- 10 აგვისტო 2013
- 2 945
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.