ისკო: "ანჩელოტი პელეგრინის მახსენებს"
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო, კმაყოფილია თავისი არჩეული გზით, იტყობინება ესპანური პრესა.
ფეხბურთელს მოსწონს მუშაობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით. იტალიელ სპეციალისტს ის მის ყოფილ მწვრთნელს მანუელ პელეგრინის ადარებს, რომელთანაც ერთად "მალაგაში" მუშაობდა.
"ანჩელოტი და პელეგრინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. კარლო მაძლევს უამრავ თავისუფლებას მოედანზე, ამიტომ მე სწრაფად გავიარე ადაპტირება გუნდის თამაშთან. "მალაგაში" მე თავდაცვითი სტილი არ შემიმუშავებია, მაგრამ რასაც მწვრთნელი მთხოვს, იმას ვაკეთებ", - განაცხადა ისკომ.
წყარო: championat.com
- 10 აგვისტო 2013
- 1 774
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.