რამოსის ინტერვიუ
ესპანელი ნახევარმცველი ESPN-ის ჟურნალისტებს ესაუბრა.
გუნდი. ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს და ახალი შენაძენები გავაკეთეთ, გუნდი დაკომპლექტდა ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელებით და ეს ახალი სეზონის წინ საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია. ახალ სეზონში ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს. დიდი ხნის მანძილზე არ გვესდმოდა და ეხლა უკვე კარგა ხანია გავიგეთ, თუ რას ნიშნავს მწვრთნელთა სტაბილურობა, ისევე როგორც უმაღლესი მწვრთვალების დაპყრობის მონდომება. როგორც იკერმა განაცხადა, ზოგჯერ გუნდში ნაციონალი ფეხბურთელები ყოლა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
მოურინიო: წინა სეზონი არ უნდა ფარავდეს მის წინა წარმატებებს. მე მირჩევნია მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დავიჭირო, მინდა მარტო კარგი მახსოვდეს. მხოლოდ კარგს ვტოვებ ჩემში. კარგია ის, რაც დროის იმ მონაკვეთში ვისწავლე, მაგრამ ეს წარსულია და დავიწყებულია სხვა ცუდი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა, უნდა ვიყოთ ამბიციურები და გავაგრძელოთ ტიტულების მოგება. ეხლა ახალი ერაა ახალ მწვრთნელთან ერთად, ახალ შენაძენებთან ერთად.
წინა სეზონი პირად დონეზე: სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ყველაზე ცუდი სეზონი იყო. შეიძლება ტიტულების მხრივ ვერ შევძელი ვერც შიდა ჩემპიონატის, ვერც თასის და ვერც ჩემპიონთა ლიგის მოგება... სეზონი ყოველგვარი ტიტულის გარეშე ჩავასრულეთ. დღეს უფრო მეტად მოტივირებული ვარ და მინდა, რომ გავიზარდო და გავაუმჯობესი ჩემი თამაში და გავაკეთო ყველაფერი ტიტულების მოსაგებად. ნეგატიურს ჩემთან არ ვიტოვებ, მხოლოდ საუკეთესო მინდა. კარგია, როცა შეცდომებზე სწავლობ და მე სწორედ ამას ვაკეთებ.
საოცნებო მეათე: ეს ყოველთვის უმთავრესი მიზანია, ვინაიდან ესაა ტიტული, რომელიც წლებია, რაც არ მოგვიგია, მაგრამ მხოლოდ ამაზე კონცენტრირება არ შეიძლება.
ნეიმარი და მესი: ნეიმარი და მესი? მე უფრო მეტად კრიშტიანო, იოზილი და ისკო მომწონს. ხალხი, რომელიც ჩვენთან ერთად არიან. ეჭვგარეშეა, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე ჩემები მიყვარს.
- 9 აგვისტო 2013
- 2 123
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.